workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კულიბალის ყოფილი აგენტი “ბარსელონას” ინტერესს ადასტურებს

კულიბალის ყოფილი აგენტი “ბარსელონას” ინტერესს ადასტურებს

“ნაპოლის” ერთ-ერთი ლიდერის, კალიდუ კულიბალის ყოფილმა აგენტმა, ბრუნო სატინმა, რომელიც 27 წლის ცენტრალურმა მცველმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, “ბარსელონას” მხრიდან ფეხბურთელით დაინტერესება დაადასტურა.

გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოს მრჩეველი არიედო ბრაიდა რამდენიმე დღის წინ “ნაპოლისა” და “ლივერპულის” შორის გამართულ მატჩს დაესწრო და სწორედ კულიბალის თამაშს დააკვირდა.

“ბარსელონას” ინტერესს ვადასტურებ. ოთხშაბათს ყველამ ვნახეთ, რამდენად კარგად ითამაშა კულიბალიმ. მას მსოფლიოს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში – “ბარსელონაში”, “რეალში” ან “ბაიერნში”.

კალიდუმ “ნაპოლისთან” კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, მაგრამ ვხედავთ, რომ ჟერარ პიკეს “ბარსელონაში” საუკეთესო პერიოდი არ აქვს.

დარწმუნებული ვარ, კატალონიური კლუბი კულიბალით დაინტერესებულია, რადგან ოთხშაბათს ბრაიდას ვესაუბრე. თუმცა, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც.

რა ღირს კულიბალი? ის ძალიან ძლიერი და სწრაფია. მან ყველა მწვრთნელისგან ისწავლა ბევრი რამ, ვისთანაც უმუშავია, მათ შორის ბენიტესისა და სარისგან.

კულიბალისთან განშორება? შესაძლოა, უცნაურად ჩანს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება არ იყო. მასზე გავლენა ოჯახმა მოახდინა. ჩვენ კვლავ ვმეგობრობთ. ოთხშაბათს მატჩის შემდეგ მან სადილად დამპატიჟა.” – ციტირებს სატინის სიტყვებს Football Italia.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • sergio busquets5
    schedule 06 ოქტ 2018, 13:11
    #1

    რაის კოლუბალი 27წლისაა თან მაგას დე ლიხტი ან კიდე რომანიოლოც კაია