workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “შედეგით კმაყოფილი ვარ”

გვარდიოლა: “შედეგით კმაყოფილი ვარ”

ესპანური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გამოთქვა კმაყოფილება “სევილიასთან” დამთავრებული ყაიმის შემდეგ (1:1).

“მე კმაყოფილი ვარ შედეგით. არ შემიძლია არ აღვნიშნო პერეს ლასას კარგი მსაჯობა, მან არ დაუშვა შეცდომა, რომელიც მატჩის საბოლოო ანგარიშზე მოახდენდა გავლენას. საერთოდ არბიტრები ყოველთვის ცდილობენ რაც შეიძლება კარგად იმოღვაწეონ. ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელსაც ყავს ბრწყინვალე ფეხბურთელები. “სევილია” უკვე დიდი ხანია აჩვენებს, თუ რა ძალას ფლობს. პირველ ნახევარში უამრავი შანსი გვქონდა, თუმცა მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ. ვფიქრობ მეტი შეგვეძლო; მეორე გოლიც რომ შეგვეგდო თამაში სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე აშკარად გაძლიერდა. მოედანზე შემოვიდა კანუტე. იგი შესანიშნავად ჩაერთო შეხვედრაში და დაეხმარა თავის გუნდს რითიც შეეძლო. გოლის გაშვების შემდეგ მთელი ძალით ვუტევდით და მასპინძლები ძალიან კარგად თამაშობდნენ კონტრშეტევებზე. საბოლოო ჯამში ანდალუსიიდან 1 ქულის წამოღება ცუდი შედეგი არ არის.” –განაცხადა გვარდიოლამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში