workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“გუანჩჟოუ” “ბარსელონა” 50 მილიონს გადაუხდის

“გუანჩჟოუ” “ბარსელონა” 50 მილიონს გადაუხდის

2019 წლის იანვარში, “გუანჩჟოუ ევერგრანდი” “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფ პაულინიოს გამოისყიდის და კატალონიურ კლუბს 50 მილიონ ევროს გადაუხდის. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს. 

ზაფხულში, “ევერგრანდმა” 29 წლის ნახევარმცველი იჯარით დაიმატა, რაც, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი იყო, თუმცა ეს ჩინეთში მოქმედი მკაცრი რეგულაციების გამო მოხდა. ამ ტიპის შეთანხმებით კი (იჯარა და შემდეგ ყიდვა) სუპერ ლიგის მოქმედ ჩემპიონს პრობლემები არ შეექმნება და “ბარსა” იგივე რაოდენობის ფულს მიიღებს, რამდენსაც პირდაპირი ტრანსფერის შემთხვევაში მიიღებდა. 

პაულინიომ, რომელიც “ბარსელონაში” სწორედ “გუანჩჟოუდან” მივიდა, “კამპ ნოუზე” ერთი სეზონი გაატარა და გუნდს 9 გოლით დაეხმარა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • njanka1977
    schedule 05 ოქტ 2018, 17:01
    #4

    DღIსით მზისით ფული GაათEთრეს Aმ დამპლებმა. Bნელა? AGერ ნახავთ მომავალშI ამ თღAნსფერს გამოზიება თUარ. Mოჰყვება

  • bembele
    schedule 04 ოქტ 2018, 20:42
    #3

    ამის გამშვებს ჭკუა ქონდაა ?? ტიპი ღახოდზეე

  • sergio busquets5
    schedule 04 ოქტ 2018, 20:41
    #2

    კარგია. მარა მომენატრა პაულინიო

  • lesane C
    schedule 04 ოქტ 2018, 20:33
    #1

    მაგარი ტიპია პაუ რატო გაუშვეს,ზამენისთვის ძაან კლასნი იყო