ესპანური Don Balon-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაა გამორიცხული, “ლივერპულის” ერთ-ერთი ლიდერი, ბრაზილიელი შემტევი, რობერტო ფირმინო “ბარსელონაში” ვიხილოთ.
წყაროს ცნობით, “ბარსელონა” ფირმინოს ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. კატალონიელები 27 წლის თავდამსხმელს, მისი სამომავლო გეგმების გასარკვევად, უკვე დაუკავშირდნენ. “ბარსა” რობერტოს ლუის სუარესის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.
“ბარსელონამ” ბოლოს მერსისაიდული კლუბიდან ფილიპე კოუტინიო შეიძინა, რომელიც კატალონიელებს იანვარში 120 მილიონი ევრო დაუჯდათ. გასაკვირი არ იქნება, რომ “ლივერპულმა” ფირმინოში, რომელმაც აპრილში ახალი კონტრაქტი გააფორმა, ძალიან დიდი თანხა მოითხოვოს.
ფირმინოს ანაგრიშზე მიმდინარე სეზონში 9 მატჩი, 3 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
ჟესუსი ჯობია მაგრამ ფირმინოც ძაან მაგარია
წარმოუდგენლად ჟღერს,მაგრამ სუარესსაც იმხელა როლი ქონდა იმდროინდელ ლივერპულში ,მეტი თუარა, რაც დღეს ფირმინოს
ოოპააა
ეგ თუ არა ჯეზუსი
ბარემ კლოპოც მოაყოლონ
ლივერპული ფირმინოს არ დათმობს
Firmino mec dzaaan magrad mevaseba,tan brazilielia,mara 27 isaa ukve,suashi tu gagvicvlian idealuria,mara ise ikardis mivichnev exla idealur variantad,magram eg mgoni apirebs interis legenda gaxdes,da kariera inters miuzgvnas,totivit,zanetivit,tore ikardi martla daxatavda barsas,tan lamasielia,da icis aqauroba.mis rezervistad ki dolbergi.sua da muniri gaushvan orive.
შანსი არაა ვერ ვიყიდით
ეს მაგარი ვარიანტია ძაან, მარა ეს კრიჟანები ფულის დაზოგვას მოინდომებენ უეჭველი და ვიღაცას სამხრეთ ამერიკიდან მოიყვანენ..
ნეტაა მოვიდეს
ess tu ver davitriet me ikardi minda barsashi
კოუ გამოუშვა აქეთ ლივემ და ამას რატო არ გამოუშვებენ ?:D