workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
19 ფეხბურთელი “სევილიასთვის” ემზადება

19 ფეხბურთელი “სევილიასთვის” ემზადება

 

ახალგაზრდა კატალონიელმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ იმ 19 ფეხბურთელის სახელი და გვარი დაასახელა, რომლებიც ხვალ, 13 მარტს სევილიაში გაემგზავრება და  “სანჩეს პისხუანზე” ადგილობრივი გუნდის დამარცხებას შეეცდება. განაცხადში კვლავ ვერ ხვდება კარლეს პუიოლი, რომელიც “ბარსას” პირველი გუნდის ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გახლავთ.

 

დღეს, ძლიერ წვიმაში “ბარსა ბ”–ს არც ერთ ფეხბურთელს არ უვარჯიშია. პედრო როდრიგესმა კი გუშინდელისგან განსხვავებით, ნორმალური დატვირთვით ივარჯიშა.

 

გუნდი სევილიასკენ გეზს კვირას დილით აიღებს. ფეხბურთელები “ნოუ კამპს” ადგილობრივი დროით, 9 საათსა და 45 წუთზე დატოვებენ. დაახლოებით 12 საათისთვის კი ისინი ანდალუსიის მიწებებზე ფეხის დადგმას გეგმავენ. მატჩამდე 1 საათით ადრე გუნდი სასტუმროს დატოვებს და “სანჩეს პისხუანისკენ” გაემართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში