“ბარსა ბ” ზედიზედ მეოთხე გამარჯვებისთვის ემზადება

“ბარსა ბ” ზედიზედ მეოთხე გამარჯვებისთვის ემზადება

 

დღეს, ლუის ენრიკეს “ბარსა ბ” “სეგუნდა დივიზიონის” 29–ე ტურის გასამართად “ჟიმნასტიკს” უმასპინძლებს. გუნდს ტიაგო, კარმონა და რუბენ მინიო დაუბრუნდნენ. სერხიო რობერტომ შესაძლოა მატჩში ვერ მიიღოს მონაწილეობა, რადგანაც ტრავმა აწუხებს. გომესი და რაფა კი “იუნიორ ა”–ს დახმარებას შეეცდებიან…

 

მინიომ და ტიაგომ წინა კვირას “ტენერიფესთან” შეხვედრა გამოტოვეს, რადგანაც მათ პირველ გუნდთან ერთად ვარჯიში მოუწიათ. ოთხშაბათიდან კი ორივე ფეხბურთელი შეკრებას დაუბრუნდა და ლუის ენრიკეს დღევანდელ შეხვედრაში მათი გამოყენება შეუძლია. შეგახსენებთ, რომ კატალონიელები საკუთარ მოედანზე “ჟიმნასტიკს” მიიღებენ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მეხუთე ადგილოსანი “ბარსა ბ” უკვე ზედიზედ სამი თამაშია, რაც გამარჯვების მოპოვებას ახერხებს და თუ “ჟიმნასტიკის” მშრალზე დატოვებას შეძლებენ ურიგო ნამდვილად არ იქნება. მინიოსთან და ტიაგოსთან ერთად გუნდს ასევე კარლოს კარმონა დაუბრუნდა, რომელსაც ტრავმა აწუხებდა. მან მედიკოსებისგან მოედანზე გასვლის თანხმობა მიიღო.

 

ხორდი მასიპი, სერხიო გომესი და რაფა ალკანტარა “ბარსა ბ”–ს დახმარებას ვერ მოახერხებენ. მასიპმა პარასკევს პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა. სერხიო გომესი და რაფა ალკანტარა კი “იუნიორ ა”–ს შეურთდებიან და ერთად შეეცდებიან “ოსპიტალიტეტის” დამარცხებას. ამ სამ ფეხბურთელთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მოახერხებს სერხი რობერტოც, რომელმაც “ტენერიფესთან” ტრავმამ თავი შეახსენა. მან ბოლო მატჩში მოედანზე მხოლოდ 45 წუთი დაჰყო. მეორე ტაიმისთვის მის ნაცვლად ლუის ენრიკემ მოედანზე ილიე სანჩესი შემოუშვა.

 

გუნდის მეორე მწვრთნელმა, ჯონ ბარბარამ “ბარსა ბ”–ს კარგ ფორმაზე ისაუბრა. მან ასევე პოზიტიური განცხადება გააკეთა თავიანთ ოპონენტზე: “ჩვენ ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას ვუმიზნებთ. ახლა კარგ ფორმაში ვიმყოფებით და ასე გაგრძელებას ვაპირებთ. “ჟიმნასტიკი” ძალიან განვითარდა. მათ ძალიან კარგი და სახიფათო თავდასხმის ხაზი ჰყავთ.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია