დღეს, “კამპ ნოუსთან” მდებარე “აუდიტორია 1899”-ში, “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელის, ხუან კარლოს ნავაროს საპატივცემულო ღონისძიება გაიმართა.
38 წლის ლეგენდამ კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონა” მის 11-ნომრიან მაისურს უკვდავყოფს და ამ ნომრით კატალონიელთა საკალათბურთო გუნდში ვეღარავინ ითამაშებს.
“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ დღევანდელ ღონისძიებაზე დააანონსა, რომ ნავაროს პატივს 25 ნოემბერს, მადრიდის “რეალთან” ესპანეთის ჩემპიონატში გასამართი მატჩის წინ მიაგებენ.
მანამდე, 25 სექტემბერს, “პალაუ ბლაუგრანაზე” სპეციალური ღონისძება გაიმართება, რომლის დროსაც ნავაროზე გადაღებულ 50-წუთიან დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ხუან კარლოს ნავარო “ბარსელონაში” დარჩება და სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ის როგორც სპორტული, ასევე ინსტიტუციონალური ფუნქციებით დაკავდება, თუმცა მისი მთავარი საზრუნავი ახალ თაობაზე ზრუნვა იქნება.
მე პირადად ბარსას საკალათბურთო გუნდი მაგარი არ მევასება და თქვენი არვიცი
საუკეთესო მსროლელი იყო ესპანეთის ისტორიაში…ნომერო უნო <3
როგორც ინი ზუსტად ისეთივე სპორტსმენია
ძალიან მაგარი კალათბურთელია