კატალონიელებს ანდალუსიელ მწვრთნელთან, გრეგორიო მანსანოსთან, რომელიც ახლა “სევილიას” უდგას სათავეში, ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებთ. მისმა გუნდებმა “ბარსას” საკუთარ მოედანზე დამარცხება მხოლოდ 3–ჯერ შეძლეს…
გრეგორიო მანსანომ სამწვრთნელო კარიერა 1983 წელს, “სანტისებანში” დაიწყო. ამის შემდეგ იყო მრავალი გუნდი, მაგრამ ალბათ გამოსარჩევი მაინც რამდენიმეა. იგი წვრთნიდა ისეთ გუნდებს, როგორიცაა “რაიო ვალიეკანო”, “ვალიადოლიდი”, “რასინგ სანტანდერი”, “მალიორკა”, “ატლეტიკო მადრიდი” და “მალაგა”. ახლა ანდალუსიელი მწვრთნელი “სევილიას” უდგას სათავეში. გუნდს, რომელიც 13 მარტს, თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე, “ბარსას” საკუთარ მოედანზე “ლა ლიგას” მორიგი ტურის გასამართად მიიღებს.
კვირის მატჩი, რომელიც “სანჩეს პისხუანზე” იმართება, გრეგორიოსთვის იქნება მეათე, როდესაც მისი გუნდი “ბარსას” უპირისპირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ გვარდიოლას გუნდი მის წინააღმდეგ ამ თავიანთ შესანიშნავ რეკორდს განაგრძობენ.
მანსანოს პირველი საშინაო გამარჯვება “ბარსას” წინააღმდეგ 2001 წელს იყო, როდესაც იგი “რასინგს” წვრთნიდა. მისმა სანტანდერულმა გუნდმა კატალონიელები ანგარიშით, 4–0 დაამარცხა. ეს არის წელი, როდესაც რივალდომ კატალონიური გუნდი “ჩემპიონთა ლიგაზე” გაიყვანა. ერთი წლის შემდეგ, რესქაჩთან ერთად, “ბარსა” კვლავ დამარცხდა მანსანოსთან. თუმცა, მაშინ იგი უკვე “რაიო ვალიეკანოს” ედგა სათავეში.
ამის შემდეგ მანსანოს გუნდმა მხოლოდ ერთხელ შეძლო კატალონიელების საშინაო შეხვედრაში დამარცხება. ეს გახლდათ 2008/09 წლებში. მაშინ ანდალუსიელი “მალიორკას” წვრთნიდა. მატჩი “სონ მოიხზე” გაიმართა და “ბარსაც” დამარცხდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კატალონიელებს ტიტული უკვე მოპოვებული ჰქონდათ.
პეპ გვარდიოლას მანსანოსთან ყველანაირი შედეგი აქვს ნაჩვენები. 2008/09 წლების თასის ნახევარ–ფინალში, “ბარსამ” “სონ მოიხზე” მატჩი ფრედ დაასრულა. ერთი თვის შემდეგ კი, როდესაც პეპის შეგირდებს ქვეყნის თასი უკვე მოპოვებული ჰქონდათ, მალიორკაზე ანგარიშით, 2–1 დამარცხდნენ. გასულ სეზონში კი იბრას გოლის წყალობით მანსანოს გუნდი 1–0 დამარცხდა.