სანამ გუნდის წევრების უმეტესობა სხვადასხვა ქვეყანაში თავიანთ ნაკრებებთან ერთად ამხანაგური ან ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება, ბარსელონაში ვარჯიშს დანარჩენი ფეხბურთელები აგრძელებენ.
ძირითადი გუნდის მოთამაშეებს დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” შემდეგი ფეხბურთელები შეუერთდნენ: ინიაკი პენია, ჟოკინ ესკიეტა, ხუან მირანდა, ხორხე კუენკა, ბალუ ტაბლა, აბელ რუისი და ალექს კოიადო. ტაბლას გარდა, ყველა მათგანი “ბარსას” ჩემპიონთა ლიგის განაცხადშია.
კატალონიელები მომდევნო მატჩს 15 სექტემბერს, “სოსიედადის” წინააღდეგ გამართავენ.
რა კაია ნაკრებში რომ დაიკიდა მესსიმ არ იმსახურებს არგენტინა ასეთ ფეხბურთელს გუნდში