ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ღირსებას იცავს, ჟურნალისტებთან ისაუბრა “ბარსელონა”–”სევილიას” მატჩზე. იგი სწორედ ანდალუსიური კლუბიდან გადმობარგდა “ბლაუგრანაში”.
ადრიანო შეხვედრას მართავს სწორედ იმ გუნდთან, რომლიდანაც “ბარსაში” გადმოვიდა. ამასთან დაკავშირებით მან განაცხადა:“სანჩეს პისხუანზე” 6 არაჩვეულებრივი სეზონი გავატარე, სწორედ ამიტომ თამაში სევილიაში – ეს განსაკუთრებული გრძნობაა ჩემთვის”. ადრიანო პირველად არ თამაშობს “სევილიას” წინააღმდეგ “ბარსას” მაისურით. მან სეზონის პირველი შეხვედრა სწორედ “სანჩეს პისხუანზე” ჩაატარა, რომლის შემდეგაც, “ბლაუგრანა” დაეუფლა სეზონის პირველ ტიტულს:“ყოველთვის, როდესაც აქ ვთამაშობ, არის განსაკუთრებული მატჩი. მე ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი , როცა სუპერთასის შეხვედრაში ანდალუსიურმა პუბლიკამ შესანიშნავად მიმიღო”. ადრიანო საკმაოდ კარგად იცნობს იქაურ ფანებს და კარგად ესმის, რომ ისინი მატჩის ბოლო წუთამდე გაამხნევებენ საკუთარ გუნდს:“ატმოსფერო მართლაც შესანიშნავი იქნება. ასეთ თამაშებში ფანები მთელ სტადიონს ავსებენ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ადგილზე იმყოფება “სევილია” სატურნირო ცხრილში”.
ადრიანომ დაამატა, რომ ანდალუსიელებს სერიოზული ამბიციები აქვთ:“ისინი საკმაოდ ძლიერი ოპონენტები არიან. მათ სურთ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. მაშინაც , როცა მე აქ ვთამაშობდი, გუნდი ყოველთვის ლიდერებს შორის იყო” – დაასრულა ბრაზილიელმა.



