workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრეგასის ტრანსფერის საკითხი 15 დღეში გადაწყდება

ფაბრეგასის ტრანსფერის საკითხი 15 დღეში გადაწყდება

ფაბრეგასის ”ბარსელონაში” გადასვლის საკითხი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება. სესკი ლონდონის ”არსენალის” კაპიტანია. ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალურ ეტაპზე სწორედ ”ბარსელონა” და ”არსენალი” ხვდებოდნენ ერთმანეთს, კატალონიური კლუბის წარმომადგენლები თავს იკავებდნენ ფარბრეგასის ტრანსფერის საკითხის წამოჭრისაგან. საქმე ისაა, რომ მათ არ სურდათ ფეხბურთელსა და კლუბში დესტაბილიზაციის გამოწვევა.

სესკ ფაბრეგასი ”ბარსას” ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია და კარგად იცნობს კლუბის საფეხბურთო ფილოსოფიას. მის მიმართ სიმპატიებითაა განსმჭვალული პეპ გვარდიოლა. ”ბარსას” მთავარი მწვრთნელის აზრით სესკი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. გვარდიოლა პირადად იყო ჩართული ნახევარმცველის ტრანსფერის საკითხში.

თავად ფაბრეგასის ოცნებაა  მშობლიურ კლუბში დაბრუნება. გასათვალისწინებელია, რომ მის მიმართ ინტერესს იჩენს ადამიანი, რომელიც ერთ დროს სესკის კუმირი იყო (პეპ გვარდიოლა). ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა ეს ”საპნის ოპერა” კატალონიელებისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად გვარდიოლაზე. თუ ის დაასაბუთებს ფაბრეგასის საჭიროებას, კლუბი მზადაა მას მხარში დაუდგეს. აღსანიშნავია, რომ ”ბლაუგრანელები” მზად არიან 40 მილიონი ევრო გადაუხადონ ”მეთოფეებს”. შესაძებელია ეს თანხა კიდევ გაიზარდოს, თუ ”ბარსას” სხვა ფეხბურთელების მიმართ სატრანსფერო ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება. მაგალითისთვის, არსებობს ”გეგმა ბ”, რომელშიც მაქსველისა და კეიტას სახელები ფიგურირებენ. ბრაზილიელის მიმართ ინტერესს ”ზენიტი” იჩენს, ხოლო მალელით მიუხენის ”ბაიერნი” ინტერესდება.

”ბარსელონას” კიდევ ერთი კოზირი უჭირავს ”არსენალთან” მოლაპარაკებების წარმოებისას. ფაბრეგასის ფასის დინამიკა დაღმავალი მიმართულებისაა. ექვსი წელი ტიტულების გარეშე მინიმუმამდე ამცირებს ”მეთოფეთა” მიერ ვარსკვლავის შენარჩუნების შანსს. ინგლისელები თავიანთ კაპიტანში მიმინუმ 50 მილიონ ევროს ითხოვენ და ნაკლებ თანხიან შეთავაზებას ჯერ-ჯერობით არ განიხილავენ.

”ბლაუგრანას” ლიდერებს იმედი აქვთ, რომ ”მეთოფეები” კვლავ თოკით არ დაიჭერენ ფაბრეგასს, როგორც ეს მათ გასულ ზაფხულს გააკეთეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სესკისთვის ბრძოლაში მადრიდის ”რეალიც” ჩაერთო. მადრიდელები მზად არიან ფეხბურთელში გაცილებით მაღალი თანხა გადაიხადონ, მაგრამ თავად ფაბრეგასი მხოლოდ ”ბარსაში” თამაშზე ოცნებობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward