ლონდონის “ტოტენჰემის” რუსმა ფორვარდმა რომან პავლიუჩენკომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა. მოგეხსენებათ “ტოტენჰემმა” ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას “მილანი” გამოთიშა და ისტორიაში პირველად გავიდა ამ ტურნირის 1/4 ფინალში:
“ ლიგაზე უკვე აღარ დარჩნენ სუსტი მეტოქეები. ერთადერთი რაც ახლა არ მინდა, შემდეგ ეტაპზე “ბარსელონასთან” შეხვედრაა. მე ვნახე მათი თამაში ლონდონის “არსენალთან”. ისინი მანქანასავით არიან. “ბარსელონა”– ჩემპიონთა ლიგის ნამდვილი ფავორიტი,” დაასრულა რომან პავლიუჩენკომ.
ცნობისთვის “ტოტენჰემის” შემადგენლობაში ჩატარებულ 68 მატჩში პავლიუჩენკოს 18 გოლი აქვს გატანილი, ხოლო რუსეთის ნაკრების ღირსება მან 38 მატჩში დაიცვა და 15 გოლის გატანა შეძლო.



