“ბარსელონას” ერთ-ერთმა მთავარმა სატრანსფერო სამიზნემ, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველმა, ადრიან რაბიომ თავის ამჟამინდელ კლუბთან, შესაძლოა, კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
Paris United-ის ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფრანგი მოთამაშე მზადაა ახალი ხელშეკრულება 2021 წლამდე გააფორმოს, მაგრამ პსჟ-სგან წლიური ანაზღაურების 9 მილიონ ევრომდე გაზრდას ითხოვს.
რაბიოს კონტრაქტი “პარი სენ-ჟერმენთან” მომავალ ზაფხულში იწურება, კატალონიელებს კი ამ ფაქტიდან გამომდინარე სჯერათ, რომ თუ ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს, პარიზელები ტრანსფერისთვის მოლაპარაკებებში აუცილებლად ჩაერთვებიან, რათა შემდეგ წელს ნახევარმცველი უფასოდ არ დაკარგონ.


ესეც ვერატის ემსგავსება მემგონი დეიონგი ჯობია თუ წელს იყიდეს. თუ რაბიო წამოვიდა კარგი იქნება ძალიან
აშანტაჟებენ თავის გუნდებს, არ გვჭირდება ასეთი ფეხბურთელები ბარსაში, თორემ მომრავლდება ფიგუები და ნეიმარები
პოგბა და მურინიოს შორის მიმოწერა გამოქვეყნდა , გაქცევაზეა პოგბა…ზამთარში უეჭველი გავიფორმებთ თუ ეხლაც არაა..თარგმნეთ მთელი ამბავია..