workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანრი: “გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესოა”

ანრი: “გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესოა”

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ, რომელიც ამჟამად ნიუ იორკის “რედ ბულსის” ღირსებას იცავს, FOX-თან ინტერვიუში ისაუბრა თავის ყოფილ კლუბზე. იგი თვლის, რომ გვარდიოლა საუკეთესოა.

ანრი გვარდიოლას უწოდებს ჭკვიან ადამიანს, რომლის რჩევებსაც არასოდეს დაივიწყებს: “ჩემთვის პეპი მსოფლიოში საუკეთესო ბოსია”. ტიტის მშობლიური კლუბი ,ყოველთვის “არსენალი” იქნება, რადგანაც სწორედ “მეთოფეთა” რიგებში გახდა ის მსოფლიოს აღმოჩენა. ანრი თვლის, რომ “ბარსას” თავისუფლად შეუძლია წელს ტრიპლეტის მოგება: “გვარდიოლა არანორმალურად ათამაშებს გუნდს” . ის რამდენიმე სიტყვით შეეხო მადრიდის ”რეალსა” და მის თავკაცს, ჟოზე მოურინიოს: “მოურინიო ვერაფერს გააწყობს “ლურჯ–ბროწეულისფერთა” წინააღმდეგ. ვფიქრობ ,რომ “რეალს” არ აქვს საკმარისი რესურსი ,რათა დაუპირისპირდეს “ბარსელონას”.”მერენგებიც” კარგად ასპარეზობენ, თუმცა “ბლაუგრანა” მოწოდების სიმაღლეზეა.” – დაასრულა ტიტიმ FOX-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში