1 მაისი 2005 წელი. “ბარსელონა” 2–0 ალბასეტე. ლეო მესის პირველი გოლი “ბარსელონას” მაისურით, რონალდინიოს შესანიშნავი გადაცემა და ლეოს შესანიშნავი შესრულება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=1Nl8PQw9kFU]
10 მარტი 2007 წელი. “ბარსელონა” 3–3 “რეალი”. მესის ბენეფისი. ყველას ეგონა, რომ არგენტინელი უკვე მესამედ ანგარიშსს “ელ კლასიკოში” ვერ აღადგენდა, მაგრამ ნურას უკაცრავად ! ლეომ მესამე გოლი გაიტანა მატჩის მიწურულს ბრწყინვალე სტილში.
[media=http://www.youtube.com/watch?v=ndJ9AU_ZsQQ]
18 აპრილი 2007 წელი. “ბარსელონა” 5–2 “ხეტაფე”. მარადონას “ახალი დაბადება” და მესის მიერ “გათელილი მსოფლიო”. არგენტინელი თავის შესაძლებლობებს ავლენს, ბურთს იღებს მოედნის ცენტრის მარჯვენა კუთხეში ჩავისაგან და ატყუებს ყველას, ვინც მის გზაზე უდგას, მათ შორის მეკარესაც.
[media=http://www.youtube.com/watch?v=334syIMZAX0]
11 იანვარი 2009 წელი. “ოსასუნა” 2–3 “ბარსელონა”. კიდევ ერთი ძალიან ლამაზი გოლი მესის შესრულებით, რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვანი. მატჩის 85–ე წუთზე, ლეოს უძლიერესი დარტყმით გააქვს 3 ქულის მომტანი გოლი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=akmuo1rgRCU]
1 თებერვალი 2009 წელი. “რასინგი” 1–2 “ბარსელონა”. კიდევ ერთი გადამწყვეტი ბურთი, კიდევ ერთი გოლი მატჩის მიწურულს, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=xok7m6ozS5Q]
27 მაისი 2009 წელი. “ბარსელონა” 2–0 “მანჩესტერი”. მესი თავითაც უბადლოა, იგი ძალიან კარგად არჩევს პოზიციას და ხტება ძალიან მაღლა, მეორე გოლი მატჩში, რომლის შემდეგაც, “ბარსელონა” უკვე უპირობო ჩემპიონი ხდება “ჩემპიონთა ლიგისა”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=XeWblviGsuU]
19 თებერვალი 2009 წელი. “ბარსელონა” 2–1 “ესტუდიანტესი”. მატჩის დამატებით დროში მესი გადამწყვეტ და ჩემპიონობის მომტან გოლს იტანს, არა ფეხით, არა თავით, არამედ მკერდით. შთამბეჭდავია.
[media=http://www.youtube.com/watch?v=QhQsPYNemEo]
21 მარტი 2010 წელი. “სარაგოსა” 2–4 “ბარსელონა”. მესი ართმევს ბურთს მოწინააღმდეგეს მოედნის ცენტრში, შემდეგ თვითონვე მიდის წინ, ატყუებს რამდენიმე მეტოქეს, თანაც არაერთხელ და გააქვს კიდევ ერთი შედევრი გოლი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=-HqjbTTFr3Y]