მატჩამდე “ბლაუგრანას” 899 გოლი ჰქონდა, ეს ბურთი დავიდ ვილიამ გაიტანა “ემირეთს სთედიუმზე”, ხოლო მე–900 გოლი ლეო მესიმ გაიტანა, რომელმაც ბრწყინვალე გადაცემა მიიღო ანდრეს ინიესტასგან და ბრწყინვალედვე შეასრულა ყველაფერი. ხოლო მომდევნო მე– 901 და 902–ე ბურთები ჩავის და მესის ანგარიშზეა შესაბამისად.
902 ბურთის გატანისათვის “ბარსელონას” დასჭირდა 467 მატჩი.
გვარდიოლას ეპოქაში გუნდმა 69 ბურთი გაიტანა “ჩემპიონთა ლიგაზე”, პირველი წელი ყველაზე შედეგიანი იყო 36 ბურთი, წინა სეზონში 20 ბურთი, ამ სეზონში კი 13, მაგრამ ყველაფერი წინ არის, ჯერ მეოთხედფინალური ბატალიებიც კი არ შემდეგარა.
412 ბურთი “ჩემპიონთა ლიგაზე”, 178 “თასთა თასზე”, 149 – “ევროპა ლიგაზე”, “Copa de Fires” – 141, “სუპერთასზე” 10, “საკლუბო მუნდიალზე” 9, “ la Copa de Fires” ფინალში 2, “საკონტინენტო თასზე” კი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბურთი.
მე– 800 ბურთი “ბარსელონამ” 2006 წლის 14 დეკემბერს გაიტანა. 4 წელიწადზე მეტის გასვლის შემდეგ, ამ ციფრს კიდევ 102 ბურთი შეემატა.



