“ბარსელონას” ამერიკული ტურნე რიცხვებში

“ბარსელონას” ამერიკული ტურნე რიცხვებში

“ბარსელონასთვის” საერთაშორისო ჩემპიონთა თასი დასრულდა. წარმოგიდგენთ კატალონიელების საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს აშშ-ს ტურიდან. 

ხუთი ფეხბურთელი, რომელმაც მოედანზე ყველაზე დიდი დრო გაატარა:

1. იასპერ სილესენი – 225 წთ. 

2. კლემან ლანგლე – 196 წთ.

2. ნელსონ სემედუ – 196 წთ. 

2. მალკომი – 196 წთ. 

5. რაფინია – 183 წთ. 

რეზერვისტებს შორის კი, სათამაშო დროის რაოდენობის მიხედვით ეს სამი ფეხბურთელი ლიდერობდა:

1. ხუან მირანდა – 180 წთ.

2. რიკი პუჩი – 154 წთ.

3. აბელ რუისი – 103 წთ. 

სამივე მატჩში მონაწილეობა მხოლოდ თორმეტმა მოთამაშემ მიიღო. ესენი არიან: სილესენი, ლანგლე, მირანდა, მარლონი, სემედუ, არტური, რაფინია, პუჩი, რობერტო, მალკომი, რუისი, მუნირი. 

გოლის გატანა ოთხმა “ბარსელონელმა” მოახერხა, კერძოდ კი არტურმა, მუნირმა, მალკომმა და რაფინიამ. ამასთან ერთად, ბრაზილიელმა ორი ასისტიც მიითვალა, თითო კი ბალუ ტაბლამ და მუნირმა შეასრულეს. 

ის ფაქტი, რომ “ბარსას” სავარჯიშო სესიებზე “რონდოს” დიდი ყურადღება ეთმობა, თამაშებზეც აისახება: კატალონიელებმა ტურნირის სამივე მატჩში მეტოქეს ბურთის ფლობის და პასების რაოდენობის მხრივ აჯობებს. სულ, ფეხბურთელებმა 2058 გადაცემა შეასრულეს. “ტოტენჰემთან” 544, “რომასთან” 706, “მილანთან” კი 798. ყველაზე მეტი პასი სერჟი რობერტომ (220) გააკეთა. 

რაც შეეხება ბურთის ფლობას, გუნდმა ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი “რომას” წინააღმდეგ მატჩში (70%) დააფიქსირა. 

სამ თამაშში, “ბარსელონას” სამი კაპიტანი ჰყავდა: რაფინია, იასპერ სილესენი და სერჟი რობერტო. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია