workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილიასი: ”არბიტრმა გადააჭარბა, როდესაც ვან პერსი გააგდო”

კასილიასი: ”არბიტრმა გადააჭარბა, როდესაც ვან პერსი გააგდო”

მადრიდის ”რეალისა” და ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, იკერ კასილიასმა გაიზიარა თავისი თანაკლუბელის, მესუთ ოზილის მოსაზრება ”ბარსელონა”-”არსენალის” მატჩის არბიტრის საქციელთან დაკავშირებით. მისი განცხადებით მსაჯი ზედმეტად მკაცრი იყო ”მეთოფეთა” ფეხბურთელის მიმართ.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელმა არბიტრმა, მასიმო ბუზაკიმ თამაშის 56-ე წუთზე მოედნიდან გააძევა რობინ ვან პერსი, რომელმაც მსაჯის სასტვენის შემდეგ კატალონიელთა კარის მიმართულებით დაარტყა.

”მიმაჩნია, რომ არბიტრმა გადააჭარბა, როდესაც მოედნიდან გააგდო რობინ ვან პერსი. მართალია, რომ მსგავს სიტუაციებში რეგლამენტი სწორედ მსგავს რეაქციას ითვალისწინებს მსაჯების მხრიდან, თუმცა ასეთ მატჩებში შესაძლებელია თავის შეკავება.”- განაცხადა იკერ კასილიასმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში