გუშინ “ბარსელონამ” ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა “არსენალის” წინააღმდეგ, თავისავე მოედანზე. დღეს “ბარსელონა ტვ” – სთან ანდრეს ინიესტამ ჩაწერა ინტერვიუ. მან განაცხადა, რომ “ბარსელონამ” მიაღწია იმას, რაც სურდა. ანდრეს ინიესტამ პირველ ორ გოლში უდიდესი როლი ითამაშა.
“ჩვენ 3:1 გავიმარჯვეთ, “არსენალი” ძალიან კარგი გუნდია. გავედით 1/4 ფინალურ ეტაპზე, ჩვენ ეს გვინდოდა და ამას მივაღწიეთ კიდევაც. გულშემატკივარი გავახარეთ, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ მოგვწონს ის, რასაც ვაკეთებთ. გამარჯვებებით არ დავიღლებით”.
“სერხიო ბუსკეტსმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა, მაგრამ ასეთებიც ხდება. ესპანელმა ფეხბურთელმა მატჩი ძალიან კარგად ჩაატარა, იგი დაცვაში სტაბილურად თამაშობდა, როგორც ის ასევე მისი მეწყვილეები”.
“გუშინ ჩვენმა გუნდმა შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. ჩვენ ვდომინირებდით მოედანზე და დამსახურებულადაც გავედით შემდეგ ეტაპზე. ასეთივე ტემპში გავაგრძელებთ”.



