workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარჯიში განახლდა

ვარჯიში განახლდა

მას შემდეგ, რაც კატალონიელებმა ლონდონელები დაამარცხეს 3:1 თავისავე სტადიონზე, პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ვარჯიშები განაახლეს. 

დღეს დილით “სიუდად ესპორტივაზე” პირველი გუნდის 16 ფეხბურთელი ვარჯიშობდა. ყველა გარდა მასკერანოსი, პედროსი და აფელაის. ხოლო რაც შეეხება კარლეს პუიოლს იგი კვლავ მკურნალობს. ხოლო რაც შეეხება მეორე გუნდს, “ბარსა ბ” – დან პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ: მასიპი, გომესი, ვასკესი, საული, ტელო, პლანესი, ილიე, ტიაგო, ბენხა და არმანდო. 

ფეხბურთელები “სევილიასთან” მატჩისათვის ემზადებიან, რომელიც კვირას გაიმართება თბილისის დროით 23:55 წუთზე. 

ხვალ ფეხბურთელები დაისვენებენ, ვარჯიში ზეგ განახლდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში