პედრო როდრიგესი
“ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულადაც გავედით. მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე შესაძლოა “რეალი” აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა თუკი გადალახა ეს ზღვარი მადრიდმა. თუკი “ელ კლასიკო” შედგება 1/4 ფინალში ჩვენ ამ ორ მატჩს განსაკუთრებულად მივუდგებით”.
დანი ალვესი
“შესაძლოა ეს იყო ჩვენთვის ყველაზე რთული მატჩი წლევანდელი წლის “ჩემპიონთა ლიგის” გათამაშებაში. მაგრამ ჩვენ ეს სირთულე დავძლიეთ. ჩვენ გუნდში გვყავს მესი, ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის ვენდობით, მან გუშინ უდიდესი სამუშაო გაწია. მაგრამ აღსანიშნავია, რომ არგენტინელი მარტო არ თამაშობდა, ჩვენ პირველ რიგში გუნდურად მოთამაშე კლუბი ვართ. ეს მთლიანად გუნდის ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვებაა”.
სერხი ბუსკეტსი
“ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ჩვენი გუნდის ფილოსოფიაში მხოლოდ და მხოლოდ შეტევა ჯდება და არაფერი სხვა. თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი ცენტრალური მცველის პოზიციაზე, აბიდალი და მასკერანოც მეხმარებოდნენ და ამის შედეგად უფრო მიადვილდებოდა ჩემი სამუშაოს შესრულება”.
ჩავი
“მთელი მატჩის განმავბვლობაში მოედანზე ვდომინირებდით. ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, “ბარსელონამ” შემდეგ ეტაპზე თამაშის ნება დამსახურებულად მოიპოვა”.



