ცოტა ხნის წინ, “ბარსელონამ” ბრაზილიელი ვინგერის და შემტევი ნახევარმცველის, მალკომ ფილიპე სილვა დე ოლივეირას შეძენა ოფიციალურად დაადასტურა. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს კატალონიური გრანდის ახალწვეულის შესახებ.
1. მალკომი ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში დაიბადა. ამ ადგილიდან წარმოშობით ძალიან ბევრი ცნობილი ფეხბურთელია.

2. არაერთი სახელოვანი თანამემამულის მსგავსად, მალკომმა სპორტული კარიერა ფუტსალის თამაშით დაიწყო. კარიერის ასეთი სტარტი დანი ალვესს, ფილიპე კოუტინიოს, არტურს, ბელეტის და რონალდინიოსაც ჰქონდათ.
3. პროფესიონალური დებიუტი მალკომს “კორინთიანსის” მაისურით ჰქონდა, 2014 წელს. მაშინ ის მხოლოდ 17 წლის იყო და “ფლამენგოს” წინააღმდეგ მატჩში მოედანზე ბოლო 20 წუთი გაატარა.

4. მალკომს “ბარსას” კიდევ ერთი ახალწვეულის, არტურის წინააღმდეგ ბრაზილიის სერია ა-ში უთამაშია.
5. მალკომის კარიერის განვითარებაში განსაკუთრებით დიდი როლი ორმა მწვრთნელმა ითამაშა. პირველი იყო მანო მენეზესი, რომელიც “კორინთიანსს” მისი დებიუტის დროს წვრთნიდა, მეორე კი ტიტე. მალკომმა 2015 წელს ბრაზილიის ჩემპიონატის მოგება მასთან ერთად მოახერხა.

6. კარიერის განვითარებისთვის, მალკომი 2015 წელს “ბორდოში” გადავიდა, სადაც სამი სეზონი გაატარა. ბოლო სეზონში, მან 38 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 ასისტი შეასრულა.

7. “დიჟონის” კარში გატანილმა გოლმა მალკომს Trophees UNFP du football-ის ჯილდო მოუტანა, რომელსაც წლის საუკეთესო გოლის ავტორს გადასცემენ.

8. მალკომი მერვე ფეხბურთელია, რომელიც “ბორდოსა” და “ბარსელონას” წევრი ყოფილა. ის შემდეგი მოთამაშეების ჩამონათვალს შეუერთდა:
სალვადორ არტიგასი, ხოსე არანა, დომენეკ ტორედეფლო, ფრანსისკო მატეო, რიჩარდ ვიჩგე, ალბერტ სელადესი და კრისტოფ დუგარი.
9. “ბარსას” ახალწვეულს ბრაზილიის ორ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია: U20 და U23 გუნდებში. U20 ნაკრებთან ერთად, ის ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

10. მალკომი ისტორიაში 40-ე ბრაზილიელი იქნება, რომელიც “კამპ ნოუზე” ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს მოირგებს.
es ki kaia magram cota lamasiadanac moiyvanon nu tu iq kargi aravinaa? 🙂
იმედია გაამართლებს, ახალგაზრდაა და ევროპას იცნობს.
ახალგაზრდა კარგია, ისე ვინმეს გინახავთ ამის თამაში? ნეტა კარგად ყუმაროს?იმედია გაამართლებს
ჩემი აზრით გამოგვადგება ეს ფეხბურთელი. ნუ ამ ეტაპზე მაინც ნახევარმცველის მოყვანა მინდოდა, მაგრამ ბევრი პლიუსი აქვს ამ ტრანსფერს. რესურსი გაგვეზრდება, სეზონი გრძელია და ძლიერი სათადარიგო გვეყოლება. დემბელემ საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს ზოგადად, ასე რო კონკურენცია კარგი იქნება. ბევრი ახალგაზრდა ვიყიდეთ უიგდვდა მომავლის გუნდი იწყობა ასე ვთქვა. ახლა რავი ერთი ნახევარმცველი გვჭირდება მაინც, სხვა შემთხევაში არტურმა სასწაულად მალე უნდა გაიაროს ადაპტაცია და გუნდს შეეწყოს.
გილოცავთ კულეებო. გაამართლებს ეს კარგი ბიჭია
Amerikashi ar miyavth neta?
კი ძმაო, მიჰყავთ და წესით 7 ნომერს აიღებს!!!
ტერ შტეგენი
სემედუ პიკე უმტიტი ალბა
პოგბა ბუსკეცი კოუტინიო
მესი სუარესი დემბელე
მანოლასი
რობერტო ლენგლე მინა კუკურელია
არტური რაკიტიჩი დენისი+ალენია
მალკომი ალკასერი მუნირი.
მაგარი გუნდია
გიოლცავთ!ვახალგაზრდაა და პერსპექტიული,არტურისგან განსხვავებით ევროპის საფეხბურთო სკოლა იცის,წესით უნდა გაამართლოს
შტეგენი
სემედუ პიკე უმტიტი ალბა
პიანიჯი ბუსკეცი კოუტინიო
მალკონი მესი დემბელე
სილესენი (ან მისი შემცვლელი ორტოლა ვოლვზბურგის მეკარე)
პალენსია ლანგლეტი მინა კუკურელია
არტური რობერტო (ორიოლი) დენისი(ალენია)
აბელ რუიზი(რაფინია) სუარესი არნაისი
კარლეს პერეზი და მირანდა არენდით გაუშვან.
რას ფიქრობთ?
უყურე ძაან მაგარი იგროკია ))
wellcome malcome
მალკომის თამაში არ მაქვს ნანახი