”არსენალის” ფეხბურთელებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს. ”ტვიტერზე” მათ თავიანთი მოსაზრება დაწერეს მატჩთან დაკავშირებით.
ცესკ ფაბრეგასმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ბოდიში მოუხადა იმ თამაშისთვის, რომელიც ”მეთოფეებმა” კატალონიელთა წინააღმდეგ ჩაატარეს. ”ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა გვქონდა გულშემატკივრების მხრიდან. საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმ შედეგის გამო, რომელიც ”კამპ ნოუზე” დაფიქსირდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. დიდ ბოდიშს გიხდით ამისთვის.”
თავის მხრივ უილშერმა და ნასრიმაც მოიხადეს ბოდიში გულშემატკივართა მიმართ, თუმცა მსაჯის თემასაც შეეხნენ. უილშერმა აღიარა, რომ ”ბარსა” უდიდეს უპირატესობას ფლობდა და განაცხადა, რომ ”არსენალი” ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ””არსენალს” შესანიშნავი მხარდამჭერები ყავს. ბოდიშს გიხდით შედეგის გამო და წარმატებას ვუსურვებ ”ბარსას”. ეს შესანიშნავი გუნდია. მსაჯიც კარგი იყო… ახლა ჩვენ გვმართებს სიძლიერის გამოჩენა და ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლა.” – განაცხადა უილშირმა.
ნასრიმ ”ბარსასთან” მარცხზე ირონიულად განაცხადა: ”დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. თქვენ შესანიშნავები იყავით. ვწუხვარ შედეგის გამო, მაგრამ ახლა ჩვენ ქვეყნის ჩემპიონობაზე უნდა ვიფიქროთ. მოგებისთვის საუკეთესო საშუალებაა ბუსაკა…ჰმ”. – დაწერა საკუთარ ”ტვიტერზე” ნასრიმ.



