გუნდმა “არსენალის” წიააღმდეგ თამაშამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საბოლოოდ შეკრება დასრულდა და ფეხბურთელებმა სასტუმრო “ლა ლორიდასკენ” აიღეს გეზი, საიდანაც მატჩამდე 2 საათით ადრე “ნოუ კამპისკენ” გაეშურებიან…
მერვედ–ფინალური დაპირისპირებისთვის 19–მა ფეხბურთელმა გაიარა მომზადება. აქედან მხოლოდ ერთი გახლდათ “ბარსა ბ”–ს მოთამაშე. ლუის ენრიკეს შეგირდებიდან გვარდიოლას გუნდის დახმარებას კვლავ ტიაგო ალკანტარა შეეცდება. გუნდმა ღამე სასტუმრო “ლა ფლორიდაში” გაატარა და ამ დილით სტადიონისკენ გამოეშურნენ, სადაც საბოლოო ვარჯიში გამართეს. ეს დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა. ვარჯიშის შემდეგ ისინი სასტუმროში დაბრუნდნენ, ხოლო მატჩამდე 2 საათით ადრე კვლავ “ნოუ კამპისკენ” გაეშურებიან.
პეპ გვარდიოლა, რომელსაც წელზე პრობლემები აქვს, შესაძლოა არსენ ვენგერის გუნდის საბოლოო ვარჯიშს დააკვირდეს.



