მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იერი მინა კოლუმბიის ნაკრების გმირი კიდევ ერთხელ გახდა და მუნდიალის რეკორდი გაიმეორა [ვიდეო]

იერი მინა კოლუმბიის ნაკრების გმირი კიდევ ერთხელ გახდა და მუნდიალის რეკორდი გაიმეორა [ვიდეო]

მიუხედავად იმისა, რომ საკლუბო სეზონის მეორე ნახევარში სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ ჰქონია, იერი მინა მსოფლიო ჩემპიონატზე კოლუმბიის ნაკრებში საუკეთესოა, ოღონდ არა თავის პოზიციაზე, დაცვაში, არამედ შეტევაში: მას გოლების რაოდენობით ტურნირზე მხოლოდ სამი ფეხბურთელი უსწრებს. 

მინამ მუნდიალზე პირველი გოლი თავის პირველივე შეხვედრაში, პოლონეთთან გაიტანა, რამდენიმე დღეში სენეგალთანაც შეაგდო და ამ გოლმა კოლუმბიას მერვედფინალის საგზური მოუტანა, ახლა კი, ინგლისთან თითქმის წაგებულ მატჩში გაათანაბრა და გუნდს დამატებით დროში თამაშის შანსი მისცა. 

მსოფლიოს თასზე 3 გოლით მინა გერმანელ პაულ ბრაიტნერს გაუთანაბრდა, რომელიც აქამდე ერთადერთი მცველი იყო, რომელსაც ერთ ტურნირზე ამდენჯერ ჰქონდა გატანილი. 

ასე რომ, ხელმძღვანელობა “ბარსელონაში” მინას მომავალთან დაკავშირებით ნამდვილად უნდა დაფიქრდეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • Davit..
    schedule 04 ივლ 2018, 02:58

    ციტატა: .Gladiator.
    კიდე სამი რო გაიტანოს ეს მაინც არ არი დასატოვებელი smile


    რატო? მარტო გოლის გატანაა? მშვენივრად დგას დაცვაში

  • Barca_MNS
    schedule 04 ივლ 2018, 02:27

    როცა უჭირს გუნდს თავისუფლად შეიძლება ფორვარდად ათამაშო რაც ჩაუწოდეს ამ უხეიროებმა ყველა შეაგდო (ან კარში მაინც გაუშვა, ამის თავზე წაგებული ბურთი არ მინახავს) და მესი ან კოტინიო რომ ჩაუწოდებს კი უნდა შეაგდოს გოლები

  • Footballista
    schedule 04 ივლ 2018, 00:54

    Eh gavarda kolumbia . Damrcha marto Belgia da urugvai .

  • რაღაცნაირი
    schedule 04 ივლ 2018, 00:42

    დაარტყამს პენალტს მინაა? დდ

  • .Gladiator.
    schedule 04 ივლ 2018, 00:17

    კიდე სამი რო გაიტანოს ეს მაინც არ არი დასატოვებელი smile