workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლამ ფეხბურთელები ავარჯიშა

გვარდიოლამ ფეხბურთელები ავარჯიშა

ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ ხოსეპ გვარდიოლა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. პრეს–კონფერენციის დასრულების შემდეგ პეპმა ფეხბურთელები ავარჯიშა.

გვარდიოლას განკარგლებაში პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელი იყო, პუიოლის გარდა. ვარჯიშს ესწრებოდა “ბარსა ბ”–ს ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა. გუშინ ჩატარებული ტესტების შემდეგ, ექიმებმა საბოლოოდ აუკრძალეს კარლეს პუიოლს ხვალინდელ მატჩში მონაწილეობის მიღება.

თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა ხერარდ პიკემ, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს “არსენალის” წინააღმდეგ თამაშს.

“კამპ ნოუზე” ფეხბურთელები ესპანეთის დროით 18:00 საათზე შეიკრიბნენ. მათ ტაქტიკური ვარჯიშები ჩაატარეს და ძირითადი ყურადღება დაუთმეს პრესინგის პირობებში ბურთის შენარჩუნებას.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები გაემართნენ სასტუმროში, სადაც ისინი ღამე დარჩებიან. ერთადერთი გამონაკლისი პეპ გვარდიოლაა. ვარჯიშის შემდეგ პეპი სახლში გაემართა. ის გუნდს ხვალ დილით შეუერთდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში