workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “გულშემატკივრები მეოთხედ–ფინალში გაგვიყვანენ”

გვარდიოლა: “გულშემატკივრები მეოთხედ–ფინალში გაგვიყვანენ”

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ხოსეპ გვარდიოლას პრეს–კონფერენცია. შეხვედრა მხოლოდ 20 წუთს გაგრძელდა და თითოეულ ჟურნალისტს მხოლოდ ერთი შეკითხვის დასმის უფლება მიეცა. “ბარსას” მენეჯერი მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი. პეპს გულშემატკივრების დიდი იმედი აქვს.

“ვიცი, რომ ყველანი დაგვეხმარებიან. ხვალ გულშემატკივრები მეოთხედ–ფინალში გაგვიყვანენ. ხვალ ჩვენ ჩვენი სამუშაო გვაქვს, გულშემატკივრებს კი თავისი. მათ განსაკუთრებით მეორე ტაიმის პირველ თხუთმეტ წუთზე უნდა იაქტიურონ. დროის ეს მონაკვეთი ყველზე ძვირფასია.”– განაცხადა გვარდიოლამ.

მიუხედავად 27 თებერვალს მიღებული ტრავმისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ “არსენალის” განაცხადში რობინ ვან პერსი მოხვდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვარდიოლამ ირონიულად განაცხადა: “ყოველთვის მოიძებნება პერსონალური თვითმფრინავები, რომ უოლკოტმა ხვალ ბარსელონაში ჩამოსვლა შეძლოს. პირველი შეხვედრის წინ ბატონმა ვენგერმა განაცხადა, რომ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებდა ნასრი. იმედი მაქვს, რომ უოლკოტი და სონგი დროულად შეძლებენ ჩამოსვლას. მე ვთვლი, რომ ხალხმა უნდა ისიამოვნოს და თუ ვან პერსი მიიღებს მონაწილეობას უფრო სასიამოვნო იქნება.”

კატალონიელების მხრიდან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ კარლეს პუიოლი და ხერარდ პიკე. “ვიცი, რომ კარლესმა ყველაფერი გააკეთა, რომ ტრავმა მოეშუშებინა, თუმცა ეს დრო საკმარისი არ აღმოჩნდა. თუ ჩვენ ვერ გავალთ მეოთხედ–ფინალში, პუიოლი და პიკე დამნაშავეები არ იქნებიან.”

გვარდიოლას იმედი აქვს, რომ მის შეგირდებს “თავისუფალი სივრცეები მიეცემათ. ჩვენ ხვალ შევუტევთ. “არსენალი” არის გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს კონტრ–შეტევებზე, ამიტომ ძალიან ყურადღებიანად უნდა ვიყოთ.”

“ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ლიგაში ჩვენ გარკვეული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ თქვენ კარგად იცით, ჩემი მოსაზრება კონკურენტთან დაკავშირებით. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებულია, ეს უდიდესი გამოწვევაა. არაფერია აქ წაგებაზე ცუდი, ვინაიდან მარცხის შემთხვევაში ტურნირს ეთიშები. იმედია ეს არ მოხდება.”– განაცხადა პეპმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში