წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ერნან კრესპო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მისი ქვეყნის შანსებს აფასებს და ლიონელ მესიზე საუბრობს.
“შესანიშნავად გვესმის, რომ ფავორიტი საფრანგეთია. თუმცა, იმედი მაქვს, ნიგერიასთან მოგება ჩვენ გუნდს ზედმეტი ზეწოლის დაძლევაში დაეხმარება და საფრანგეთთან უფრო თავისუფლად ითამაშებს.
დარწმუნებული ვარ, მესი ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი გუნდი 1/4-ფინალში გავიდეს. ლეო განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც კიდევ უფრო საშიში ხდება ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩებში.
გუნდი მესის ფორმაზეა დამოკიდებული. ეს ბუნებრივია. როდესაც გუნდში ასეთი დიდი ფეხბურთელი გყავს, ის ნებისმიერ შემთხვევაში მასზე იქნება დამოკიდებული, ანალოგიური სიტუაციაა ახლა პორტუგალიის ნაკრებშიც.
საფრანგეთის უპირატესობა გუნდურობაა. დიდიე დეშამი დიდი ხანია გუნდში მუშაობს. მას ყველაფერი გათვითცნობიერებული აქვს. ფრანგებს სწრაფი თავდამსხმელები მბაპე და გრიზმანი, დიდებული ნახევარმცველი პოლ პოგბა და შესანიშნავი მეკარე უგო ლორისი ჰყავთ. თუმცა, ეს 1/8-ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”
არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს 30 ივნისს დაუპირისპირდებიან.
საფრანგეთში ყველაზე მეტად კანტე მაფიქრებს, მესიმ ფლანგიდან უნდა ითამაშოს, თორემ კანტე გააწამებს. და მბაპეს დამჭერიც რ მეგულება არგენტინის დაცვაში, მაგრამ ყველაფერი მაინც განწყობაზე იქნება დმოკიდებული
ფინალშიც რომ გავიდეს არგენტინა დიდი ალბათოით ბრაზილიას შეხვდება სადაც მართლა მიზრულია ამათი შანსი.ძაან მინდა არგენტინამ მოიგოს მარა ეს გუნდი ყველაზე შორსაა მოგების შანსთან.მოუგეს ნიგერიას მარა როგორ?ბოლო წუთებზე,თან იმ არგენტინამ რომელსაც მოგება სჭირდებოდა.არგენტინას რამე ტიტული თუ უნდოდა აქამდე უნდა მოეგო 4 ფინალი რო წააგეს ,ამათი დრო წავიდა ბევრი წლები გავა და ვერაფერს მოგებენ.
მოკლედ მეოთხედფინლი გაასწორებდა პორტუგალია არგენტინა მაგრამ დიდი შანსია რომ საფრანგეთმა მოუგოს თან მაგრად … პორტუგალიას ურუგვაი კი 50-50 ზეა მაგრამ რაც არ უნდა არეული იყოს საფრანგეთი არგენტინაზე არაული ამ მომენტში ფიზიკურად ვერ იქნება … თანაც საფრანგეთიბ არაა ნიგერია ყველა პოზიციაზე გამორჩეული ხალხი ყავს და ჯგუშშიც პირველი ადგილი დაიკავეს … მესის შესაჩერებლად თუ ეკონგი და მიკელი მიდიოდნენ ახლა კანტე და უმტიტი ( ან ვარანი ) წავლენ … ასე რომ საფრანგეთი არ დათმობს არგენტინასთან თამაშს ის კი არადა 2 ან მეტი ბურთით მოგებას ვფიქრობ მაგრამ , ფრანგები მუნდიალს მაინც ვერ მოიგებენ … რაც შეეხება დღევანდელ თამაშებს ინგლისის მოგებას ვფიქრობ …
ვითომ? 30 ივლისს რამე ამხანაგურს თამაშობენ?.
ივნისი წერია
"არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები ერთმანეთს 30 ივლისს დაუპირისპირდებიან"
ვითომ? 30 ივლისს რამე ამხანაგურს თამაშობენ?.
მაგას ვიძახი რავ დაიწყო მუნდიალი
დარწმუნებული ვარ რომ არგენტინა მოიგებს ამ მუნდიალს.საფრანგეთთან უეჭველი მოიგებენ და ბომბარდირი მესი გახდება