workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Qatar Airways, შესაძლოა, კვლავ “ბარსელონას” სპონსორი გახდეს

Qatar Airways, შესაძლოა, კვლავ “ბარსელონას” სპონსორი გახდეს

Marca-ს ინფორმაციით, “ბარსელონა” კვლავ ავიაკომპანიის ძიებაშია, რომელიც კატალონიური კლუბის შემოსავალს გაზრდის.

წყაროს ცნობით, დირექტორთა საბჭომ მოლაპარაკებები “აეროფლოტთან” გამართა, მაგრამ რუსულმა კომპანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის, “ბარსელონაში” ინვესტიციის ჩადებას არ აპირებს.

განსახილველი ციფრები, სეზონში, 8-დან 10 მილიონი ევროა და ამჟამად ყველაზე მეტი შანსი Qatar Airway-ს აქვს, რომ სპონსორი გახდეს.

როგორც გახსოვთ, კატარული ავიაკომპანია უკვე იყო “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სპონსორი რამდენიმე წლის განმავლობაში. მასთან კონტრაქტი “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა გააფორმა და ის მიმდინარე სეზონის სტარტამდე, იაპონური კომპანია Rakuten-ით ჩანაცვლდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • gio575
    schedule 27 ივნ 2018, 01:30
    #6

    ეგ ავიაკომპანია მაგრად მიყვარს. უძლიერესია. ნეტა ისევ გახსნენ სპონსორები. მაგით მგზავრობისას ისევ ბარსას რეკლამები იქნება 😉

  • davidus2020
    schedule 26 ივნ 2018, 20:55
    #5

    თურქული ავიახაზები ხო იყო სპონსორი,გადაზიდვებში?კატართან როგორ უნდა დადონ ხელშეკრულება, ნეიმარის შემდეგ?

  • zazo
    schedule 26 ივნ 2018, 20:02
    #4

    ციტატა: qechi
    მემგონი ნულები დააკლდა 8ს და 10ს როკუტენი 60 იხდის მგონი და ეხლა 10 ჩალიჩობენ? რაღაც გეშლება

    შეიძლება ფორმის მცირე ნაწილზე იყოს რეკლამა

  • Bola
    schedule 26 ივნ 2018, 16:39
    #3

    საფრანგეთი რო მეორეზე გავიდეს.. არგენტინის გასვლის სემთხვევაში დანია ხვდებათ… იქეთ პორტუგალია ურუგვაი… ხოდა ორივე თუ გაცდა მერე მაგათ .. ერტმანეთს ეჯახებიაან.. აიიი მაქ კი აიწევააა დედიიის ის და მამის შიმშილი და ბრძოლაი საკვირველი და რავიციი..

  • getsby
    schedule 26 ივნ 2018, 15:43
    #2

    ბარსა სავიჩში 80 მილიონს იხდისო მუნდოზე დაიწერა.მე ვფიქრობ პიანიჩი მოიყვანონ უმჯობესია ამისმაგივრად და რაბიოსაც თუ მოაყოლებენ ძალიან მაგარი იქნება .

  • qechi
    schedule 26 ივნ 2018, 14:28
    #1

    მემგონი ნულები დააკლდა 8ს და 10ს როკუტენი 60 იხდის მგონი და ეხლა 10 ჩალიჩობენ? რაღაც გეშლება