workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაბიო “ბარსელონას” ელის

რაბიო “ბარსელონას” ელის

ადრიენ რაბიო “პარი სენ-ჟერმენის” შემოთავაზებებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე არ პასუხობს. ახალგაზრდა ფრანგს კონტრაქტი 2019 წლის ივნისში უმთავრდება და სურს, თუ კლუბი მანამდე მის ტრანსფერს არ დათანხმდება, გაისად უფასოდ შეძლოს მისი დატოვება.

კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფმა მას ამცნო, რომ კლუბის გეგმებში მისი წასვლა არ შედის, თუმცა ფრანგულ გრანდში ახალი მწვრთნელის მოსვლამ სიტუაცია შეცვალა. “ბორუსიას” ყოფილი მწვრთნელი, თომას ტუხელი თავის გუნდს მომავალში ადრიენ რაბიოსა და მარკო ვერატის გარეშეც ხედავს.

ფეხბურთელის გარემოცვაც, მათ შორის რაბიოს დედა, სილვია, ცდილობენ “ბარსელონასთან” ურთიერთობის აღდგენას, რადგან რობერტ ფერნანდესი, რომელიც მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, “ბარსელონასთვის” აღარ მუშაობს. მათ აინტერესებთ, არის თუ არა ფრანგი ნახევარმცველის კატალონიურ გრანდში გადაბარგების შესაძლებლობა. როგორც კატალონიური Mundo Deportivo იუწყება, თავად რაბიოც ტრანსფერის მომხრეა.

ნახევარმცველით ასევე ტურინის “იუვენტუსიც” ინტერსდება, თუმცა “ბებერი ქალბატონი” ბოლო დროს უფრო სერბ მილინკოვიჩ-სავიჩს უახლოვდება. ასევე ტრანსფერზე მუშაობს “ნაპოლიც”, რომლის ახალი მთავარი მწვრთნელიც კარლო ანჩელოტია და მას რაბიოსთან მუშაობის გამოცდილება აქვს, კლუბის პრეზიდენტს კი უკვე მოსთხოვა 23 წლის ფეხბურთელის გადმობირება.

მეორე მხრივ, რაბიოს ესმის, რომ დიდიე დეშამის მიერ მისი 23-კაციანი განაცხადის მიღმა დატოვება მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ნაწილობრივ გასულ სეზონში უნაი ემერის პსჟ-ში მისი შემცირებული მნიშვნელობაც იყო. ფეხბურთელს არც იმის სჯერა, რომ ტუხელის მოსვლით რაიმე შეიცვლება, პარიზელებს ახალმა მწვრთნელმა უკვე მოსთხოვა მისი ყოფილი შეგირდის, იულიან ვაიგლის ტრანსფერზე მუშაობა.

შესაბამისად, ფეხბურთელს და მის დედას სჯერათ, რომ თუ იგი სხვა კლუბში ითამაშებს, მათ შორის “ბარსელონაში”, მისი შანსები ეროვნული ნაკრების რიგებში მოსახვედრად გაიზრდება, როგორც სამუელ უმტიტისა და უსმან დემბელეს შემთხვევაში მოხდა.

“ბარსელონამ” აქამდე რამდენიმე შეთავაზება გააკეთა რაბიოზე, რომელსაც კლუბი “ბარსას დნმ”-ის მატარებლად განიხილავს. პრობლემა მხოლოდ “პარი სენ-ჟერმენია”, რომელიც თავის აღზრდილ მოთამაშეს მარტივად არ შეელევა.

მეორეს მხრივ, შესაძლოა სიტუაცია ამ მხრივაც შეიცვალა, რადგან “ბარსელონაში” გასულ თვეებში ცვლილებები მოხდა და ახალ ხელმძღვანელობას შესაძლოა რაბიო აღარ აინტერესებდეს, მით უფრო არტურ მელოს ტრანსფერის გათვალისწინებით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (41)

  • გურო ბარსა 2006
    schedule 26 ივნ 2018, 17:55
    #41

    რაბიო დახატავს ბარსელონას + ახალგაზრდაა დროზე მოიყვანეთ.