“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, გუნდის ახალ ტექნიკურ მდივან ერიკ აბიდალთან და მის თანაშემწე რამონ პლანესთან პირველი შეხვედრა გამართა. მას პეპ სეგურაც დაესწრო.
ხელმძღვანელობის წევრებმა, სავარაუდოდ ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრეს. მთავარი სამიზნის, ანტუან გრიზმანის შეძენა ვეღარ მოხერხდება, ასე რომ, მათ ყურადღება უკვე სხვა ფეხბურთელებზე აქვთ გადატანილი.
Marca-ს ცნობით, ყველაზე დიდი ყურადღება ნახევარდაცვის გაძლიერებას მიექცევა. ბრაზილიელი არტური იანვრის ნაცვლად კატალონიურ კლუბში ამ ზაფხულში გადმოვა, “ბარსა” ასევე დაიმატებს “სევილიას” მცველს, კლემან ლანგლეს.
რაც შეეხება მოთამაშეებს, რომლებიც გუნდს დატოვებენ, მათ სიას სათავეში ანდრე გომეში უდგას, რომელმაც მორიგი წარუმატებელი სეზონი ჩაატარა.




მჯერა 2018-19წლების ბარსა ყველა ტურნირს მოიგებს
იმედია გაკეთდება საჭირო ტრანსფერები და ახალ სეზონში გვეღირსება ლიგის მოგება. მთავარი მიზანი ლიგა უნდა იყოს, კოლა დაიკიდონ და ლიგაზე და ლა ლიგაზე გადაიტანონ სრული ყურადღება. ძალიან გული დამწყდა წლევანდელ სეზონზეც, ძალიან საცოდავად გამოვვარდით, იმედია ახალ სეზონში ყველაფერი ჩვენსკენ იქნება. რეალმა ისეთი რაღაც გააკეთა, სასწაულად უნდა მოინდომონ ბიჭებმა და რაც შეუძლიათ გააკეთონ, ლიგა უნდა დავდოთ აუცილებლად!