workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვინ ითამაშებს ”არსენალის” წინააღმდეგ?

ვინ ითამაშებს ”არსენალის” წინააღმდეგ?

ხვალ ”ბარსელონას” მეტად საპასუხისმგებლო მატჩი ელის. კატალონიელები ”კამპ ნოუზე” ლონდონის ”არსენალს” მასპინძლობენ. აღსანიშნავია, რომ ორივე მხარეს გარკვეული დანაკლისები აქვთ. წინასწარი ინფორმაციით ”მეთოფეებს” არ ეყოლებათ თეო უოლკოტი და რობინ ვან პერსი. ასევე საეჭვოა სესკ ფაბრეგასისა და ალექს სონგის თამაში. კატალონიელებს კი პრობლემები დაცვის ხაზში აქვთ. ხვალინდელ მატჩში, დისკვალიფიკაციის გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს ხერარდ პიკე. ასევე არ იქნება გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი, რომელსაც მარცხენა მუხლის ტრავმა აწუხებს.

პეპ გვარდიოლა რთული ამოცანის წინაშე დგას. კატალონიური Sport.es ავრცელებს ინფრმაციას, რომ ”ბარსელონას” საწყისი თერთმეტეულის ვინაობა უკვე გადაწყვეტილია.

კარს დაიცავს ვიქტორ ვალდესი. ცენტრალური მცველის პოზიციაზე განთავსდებიან ერიკ აბიდალი და სერხიო ბუსკეტსი. ბუსკეტსმა ბილბაოს ”ატლეტიკის” წინააღმდეგ თამაში სწორედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩაატარა. რაც შეეხება ერიკ აბიდალს, დღეს ის ალბათ საუკეთესო მცველია ”ბარსას” რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ გაბი მილიტო ”ხიხონისა” და ”სარაგოსას” წინააღმდეგ მატჩებში მოგვევლინა, გვარდიოლა მას ვერ ენდობა ”არსენალთან” მატჩში.

მარჯვენა ფლანგზე რა თქმა უნდა დანი ალვესი მოგვევლინება. მარცხენა ფლანგს მაქსველი დაიკავებს. ”სარაგოსას” წინააღმდეგ შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ცენტრალური ნახევარმცველის როლს ხავიერ მასკერანო შეითავსებს. მისგან მარჯვნივ ჩავი ერნანდესი იქნება, ხოლო მარცხნივ ანდრეს ინიესტა. სეიდუ კეიტა თამაშს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს, თუმცა სავარაუდოა, რომ გვარდიოლა მას შეცვლაზე შემოიყვანს.

თავდასხმის ხაზი კი უცვლელია: მარცხნივ ვილია, მარჯვნივ პედრო, ხოლო ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე ლეო მესი. შეგახსენებთ, რომ შარშან მესიმ ”მეთოფეებს” ოთხი გოლი გაუტანა. ვილიამ კი 16 თებერვალს აიღო ”არსენალის” კარი.

შეცვლაზე შესაძლოა ვიხილოთ ტიაგო ალკანტარა. ალკანტარა გუშინ არ გაემგზავრა ”ბარსა ბ”-სთან ერთად ტენერიფეში. შესაბამისად გაჩნდა ეჭვი, რომ მას გვარდიოლა ”არსენალთან” მატჩისთვის გამოიძახებს.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward