მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა პრეზიდენტობისთვის ისევ იბრძოლებს

ჟოან ლაპორტა პრეზიდენტობისთვის ისევ იბრძოლებს

2021 წელს “ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და საკუთარი კანდიდატურა კიდევ ერთმა ადამიანმა წამოაყენა – ეს ჟოან ლაპორტაა, რომლისთვისაც, გამარჯვების შემთხვევაში, ეს პოსტი უცხო არ იქნება. 

ლაპორტა “ბარსას” პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. ამ პერიოდში გუნდში მოვიდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა რონალდინიო და მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ლეგენდა გახდა. 

ლაპორტამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სოციალურ ქსელში დღეს დააანონსა. აღსანიშნავია, რომ სწორედ დღეს შესრულდა 15 წელი მისი პრეზიდენტობის პირველი დღიდან. 

“დღეს 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსელონაში” დიდებული ციკლი დაიწყო. მოვახერხებთ თუ არა ამის გაკეთებას კიდევ? ვნახოთ, გააჩნია, მოვიგებ თუ არა”. – ვკითხულობთ ლაპორტას პოსტში. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • mambito777
    schedule 16 ივნ 2018, 09:09

    ეს კაი ამბავია, პროსტა ის ტეხავს რო კიდე 3 წელი უნდა ველოდოთ ამის მოსვლას.

  • SHOTAMESSI10
    schedule 16 ივნ 2018, 02:28

    ოღონდ შენ მოდი

  • ძველი ბარსელონელი
    schedule 16 ივნ 2018, 00:47

    ვაახ იმედია როგორც ამ სიახლემ გამახარრა ათი იმდენჯერ ლაპორტამ მოიგო ვრძოლაო ეგ გამახარებს, მერე ჩათვალეთ თავი ქუდში გვაქ.

  • Magician
    schedule 15 ივნ 2018, 23:01

    ამის მოსვლის შემდეგ როგორი "ბარსელონა" იქნება ნეტა, საინტერესოა 🙂

  • Johan Cruyff 14
    schedule 15 ივნ 2018, 22:51

    კარგია მოვიდეს

  • ლუკა ხეცურიანი
    schedule 15 ივნ 2018, 21:42

    აუუ ნეტაა ეს მოვიდეს რააა,მაგარი კაციაა გუნდზე ფიქრობს და არა ფულზე <3