“ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემიის დირექტორი, კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი ხოსე მარი ბაკერო იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებსაც “ბარსას” სკოლა ნიჭიერი ფეხბურთელების შენარჩუნების მცდელობის დროს აწყდება.
“გაცილებით ნაკლები პრობლემები გვაქვს შედარებით უფროს ფეხბურთელებთან. როდესაც ისინი 17-18 წლის ხდებიან, მათ დონესა და პოტენციალზე უკვე მკაფიო წარმოდგენა გვაქვს. უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებს დიდ იმედებს ვუკავშირებთ. თითო გუნდიდან 4-5 ფეხბურთელს შესანიშნავი პერსპექტივა და საჭირო თვისებები აქვს.
თანამედროვე ეკონომიკა, ჩვენზე, დიდ ზეწოლას ახდენს. უკვე ამ ასაკში, საუბარია 600 ათას ევროზე, რასაც ფეხბურთელებს სხვა კლუბები სთავაზობენ. ბონუსის სახით კი ფეხბურთელს ან მის წარმომადგენელს ერთ ან ორ მილიონს უხდიან.” – ციტირებს ბაკეროს სიტყვებს Sport.
შეგახსენებთ, რომ ამ პრობლემის გამო, “ბარსელონადან”, ბოლო წლებში, არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი წავიდა.
ბოლო დროს რამდენიმე კარგი ბიჭი შევინარჩუნეთ და ეს ძაან მახარებს
ხო ცუდია რომ მიდიან მაგრამ ბარსას დონეს მათი 10% თუ დააკმაყოფილებს. სხვა კლუბებში ძირითად გუნდში მოხვედრის მეტი შანსიც აქვთ და ხელფასიც უკეთესი. ასე რომ იმათი მხრიდან შეხედეთ აბა უნდათ დაბალი ხელფასით მეორე გუნდში თამაში? აგერ მუნირი გახყიდეს პაკო იყიდეს, სრული სისულელე. ამას რომ დაინახავს ახალგაზრდა ის ბარსაში დარჩენას მოინდომებს… არ მოინდომებს.
მართალია, ფული დიდ როლს თამაშობს, აგენტებიც ჩალიჩობენ სხვაგან გადაყვანას რომ ბონუსები აიგონ. ბიუჯეტი უნდა გაუზარდონ ან რამე ალტერნატივა გამოძებნონ რომ პერსპექტიულ ფეხბურთელს სურვილი არ გაუჩნდეს სხვა კლუბში გადასვლის.