სარეზერვო გუნდის სეგუნდა დივიზიონ ბ-ში დაქვეითების შემდეგ, “ბარსელონა” ცდილობს, ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები შეინარჩუნოს და ეს საკმაოდ კარგადაც გამოსდის.
ამჯერად, კლუბმა კონტრაქტი 19 წლის ხუან ბრანდარისთან, იგივე ჩუმისთან 2 წლით გაახანგრძლივა. ზაფხულიდან, ის “ბარსა ბ”-ში დაწინაურდება და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი გახდება.
ჩუმი ცენტრალური მცველია, რომელმაც კატალონიელების მიერ ახალგაზრდული ლიგის მოგებაში დიდი როლი ითამაშა.
იმედია პირველ გუნდშიც ვიხილავთ