ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ განაცხადა, რომ Mastercard-ის ინიციატივა უკეთესი იქნება, თუ კომპანია გაჭირვებულ ბავშვებს არა კონკრეტული ფეხბურთელების, ლიონელ მესის და ნეიმარის, არამედ მათი გუნდების გოლების მიხედვით დაეხმარება.
“ქველმოქმედება შესანიშნავი საქციელია. თუმცა, ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ და ასეთი ჟესტი, შეიძლება, კარგად არ იყოს მიღებული. ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ბავშვებს საკვებს არა მხოლოდ ნეიმარის და მესის, არამედ მათი ნაკრებების, ბრაზილიის და არგენტინის მიერ გატანილი გოლების მიხედვით გადასცემდით”. – თქვა ტიტემ.
Mastercard აპირებს, მესის და ნეიმარის ყოველი გოლის შემდეგ 10 ათას ღარიბ ბავშვს საკვები დაურიგოს.
ხო ეს შეილება ცუდად მოხდეს თამაშის დროს ვთქვატ პასია გასაკეთებელი და არ გააკეთონ და თვითონ დაარტყან იმიტომ რომ მატი გატანილი გოლი ბავშვებს დაეხმარება
report :))
მესეც არ შეიძლება ბოლოსდაბოლოს ბარსას საიტია . მაგრამ ვინც ამ სიტყვების გამო ამ კაცს გინებას დაუწყებს არც ის იქნება მართალი .
სწორია.
მაგრად თქვა
მოდი და ვერ გაიტანონ მესიმ და ნეიმარმა?
გებაცვალე მარტალი ხარ ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს