“ბარსელონას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა მილანის “ინტერში” განათხოვრებული რაფინია ალკანტარას მომავალთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მას შემდეგ, რაც “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, მილანელებს “ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ბრაზილიელის 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება გაუჩნდათ, მაგრამ “ნერაძურის” ამ თანხის გადახდა არ სურს.
“მას შეუძლია “ინტერში” დარჩეს, მაგრამ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. მისით სხვა კლუბებიც არიან დაინტერესებულნი.
რაფინია შესანიშნავი ბიჭი და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის “ინტერს” გამოადგებოდა.
გარიგების დასასრულებლად გარკვეული დროა საჭირო.” – ციტირებს ბრაიდას სიტყვებს Football Italia.
ოღონდ ბარსაში ნუ დააბრუნებენ და სადაც უნდა იქ წასულა
წარმატებები რაფინიას.ინტერის კარგია რომ მოხვდა ლიგაზე
ეს კიდე ცოცხალია?
მეც იინტერში დარჩენას მივიქვამ უკეთეს ვარიანტად