ჟერარ პიკე იმ დღეზე საუბრობს, როცა მან გაიგო, რომ “ბარსელონას” კაპიტანი, ანდრეს ინიესტა გუნდის დატოვებას აპირებდა.
“ეს “რომასთან” თამაშამდე მოხდა. მან მითხრა, რომ თუ რომში სასწაული არ მოხდებოდა, წასვლის შესახებ თამაშის შემდეგ გამოაცხადებდა. მაგრამ, ყველას გვახსოვს, რა მოხდა იმ დღეს. მაშინ ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, ამის გამო ინიესტა დარჩენილიყო, თუმცა მან გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა და მის აზრს პატივი უნდა ვცეთ”. – ციტირებს პიკეს სიტყვებს Sport.




პიკე მაგრად ითამაშებს მომდევნო მატჩებში
ვალვერდეს სინდისზე იყოს ინიესტას ცრემლები
ლეგენდა კაციიი
არადა ასეთი ლეგენდები ჩემპიონთა ლიგით წასვლას იმსახურებენ