ლა ლიგის 36-ე ტურში, მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ მატჩში, წესების დარღვევის გამო სერჟი რობერტომ 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. “ბარსელონამ” სასჯელის ეს ზომა გადამეტებულად ჩათვალა, მსაჯების გადაწყვეტილება გაასაჩივრა და გამოსატოვებელი მატჩების 4-დან 2-მდე შემცირება მოითხოვა.
საჩივარი სააპელაციო კომიტეტმა განიხილა და არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება და რობერტო კიდევ 3 მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას: კვირას, სეზონის დასკვნით მატჩში და ზაფხულში გასამართ ესპანეთის სუპერ თასის ორ სეხვედრაში.




არ ფერიაა სეზზონი მაინც დამთავდდაა
სემედუ ითამაშებს რობერტოს ნაცვლად
ფუი თქვენი სამართალის