ჟურნალისტ რისტო მეხიდეს სატელევიზიო შოუს ჩაწერის მიმდინარეობისას, რომელშიც ანდრეს ინიესტა იყო მიწვეული, დროებით დადგმული ტრიბუნა ჩამოინგრა და 18 ადამიანი დააზიანა.
ინციდენტის მიზეზად ისაა მიჩნეული, რომ ტრიბუნებზე დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა და კონსტრუქციამ დაწოლას ვერ გაუძლო. დაშავებულები ბარსელონას საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი დაზიანებები სერიოზული არაა.
ინიესტამ მათ გამოჯანმრთელება Twitter-ის პოსტით უსურვა:
“იმ ინციდენტის შემდეგ, რაც დილით მოხდა, მინდა დაზარალებულებს მხარდამჭერი მესიჯი გავუგზავნო. მათ ვუსურვებ, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდნენ”.
[media=https://www.youtube.com/watch?v=aUyRTfRfpUA&t=30s]




მოგვენატრები დონ.
ცნობილი ესპანური გამოცემა AS ყატარულ პრესაზე დაყრდნობით წერს, რომ ინიესტა შესაძლოა აზიაში წავიდეს.
ყატარში, 2015 წლიდან ხავი ასპარეზობს, რომელიც "ალ სადის" ღირსებას იცავს.
არ არის გამორიცხული, მეორე ესპანელიც ამ კლუბში აღმოჩნდეს და კვლავ ხავისთან ერთად ითამაშოს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინიესტას ჩინურ გუნდთან ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა შემდეგ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად მიდის რეალურად ანდრესი.
რაო ? :დდდდდდდ