რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ FIFA მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის განახლებას და მის ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარებას გეგმავს. ახლა კი, დეტალურ ინფრომაციას გაგაცნობთ.
პროექტის მიხედვით, ახალი ტურნირი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსა და კონფედერაციის თასს (სანაკრებო ტურნირი) ჩაანაცვლებს. ის 4 წელიწადში ერთხელ, კონფედერაციის თასის ნაცვლად, ივნისის მეორე ნახევარში ჩატარდება. პირველი ტურნირი 2021 წელს, სავარაუდოდ ჩინეთში, 10-28 ივნისს გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობას 24 კლუბი მიიღებს, რომლებიც 8 სამგუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. ჯგუფების გამარჯვებულები კი მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ტიტულისთვის ბრძოლას 1/4-ფინალიდან განაგრძობენ.
ტურნირის მონაწილეებს FIFA შეარჩევს. აქცენტი ევროპულ და სამხრეთ ამერიკულ გუნდებზე გაკეთდება. მონაწილეთა ნახევარი, 12 გუნდი ევროპიდან იქნება. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული აქვთ “ბარსელონას”, “რეალს”, “მილანს”, “ბაიერნს”, “აიაქსს”, “ლივერპულს”, “მანჩესტერ იუნაიტედს”, “ინტერს”, იუვენტუსსა და პსჟ-ს. დარჩენილ ორ ადგილს “ატლეტიკო”, “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი”, “ბენფიკა”, “პორტუ” და “დორტმუნდი” შეარჩევენ.
ჩემპიონატის მეორე გათამაშებაში ასეთი ფორმატი იმოქმედებს: ევროპის 12 გუნდს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 გამარჯვებული, 4 ფინალისტი და 4 საუკეთესო კოეფიციენტის მქონე გუნდი დააკომპლექტებს.
კონფედერაციებს შორის ადგილები ასე გადანაწილდება:
- UEFA (ევროპა) – 12
- CONMEBOL (სამხრეთ ამერიკა) – 4 (1 ფლეი ოფი ოკეანიის წარმომადგენელთან)
- CAF (აფრიკა) – 2
- AFC (აზია) – 2
- CONCACAF (ჩრდილოეთ ამერიკა) – 2
- OFC (ოკეანეა) – 1 ფლეი ოფი სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელთან)
- მასპინძელი ქვეყანა – 1
პროექტი საბოლოოდ დამტკიცებული ჯერ არაა. ის რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა დამტკიცდეს. ინიციატივას უხალისოდ ხვდება UEFA, მაგრამ ევროპულ კლუბებს, მათ შორის “ბარსელონას”, ახალი ტურნირი მოსწონთ.
ტურნირიდან შემოსული თანხის 25-25%-ს კონფედერაციები მიიღებენ, დანარჩენ ნაწილს კი – კლუბები. ივარაუდება, რომ პირველი 4 გათამაშების საპრიზო ფონდი 10 მილიარდი ევრო იქნება, 2.5 მილიარდი თითო გათამაშებისთვის.
ისე გაასწორებდა პირველივე წელს ეს ტურნირი მოვიგოთ
arsenali?? ://
ბიჭები გილოცავთ მომავალ სეზონში პაულინიო მოირგებს 8 ნომერს
პროექტის მიხედვით, ახალი ტურნირი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატსა და კონფედერაციის თასს (სანაკრებო ტურნირი) ჩაანაცვლებს. ის წელიწადში 4-ჯერ, კონფედერაციის თასის ნაცვლად, ივნისის მეორე ნახევარში ჩატარდება. პირველი ტურნირი 2021 წელს, სავარაუდოდ ჩინეთში, 10-28 ივნისს გაიმართება.
მშვენიერია ყოველ წელს, ოთხი ტურნირის ჩატარება, ჩემპიონატი აღარავის უნდა.
მჯერა ბარსა წარმატებით გამოვა ამ ტურნირზე
და რა გამოდის..? ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ძლიერი ტურნირი გამოდის.. იმის მიუხედავად რომ აქ 32 კლუბიაა ევროპის.. მაინც ეს გუნდები დარჩებიან ბოლო ტურებშიი… და 4 წელიწადში ერთხელ ჩატარების ფაქტორიი უფროო წევს ამ ტურნირის მასას..თან შესაძლეელია იმ წელს ვინც უშუალოდ ძლიერი კლუბია იმან მოიგოს ორივე ტურნირიი.. 4 წლის წინ ვინც მოიგო ლიგაა და ეხლა ვინც მოიგებს იდეაში ორივე თანაბარ მდგომარეობაში უნდა იყვნენ იმიტომ რომ ორივემ მოიგო ლიგა. მაგრამ არ იქნება ეგრე.. იმიტო რო 4 წლის წინ კაი ფორმაში მყოფი გუნდი შეიძლება ეხლა ცუდ ფორმაში იყოს.. მაგრამ მე-4-ე წლის გუნდი ვინც ლიგას მოიგებს ის თავისთავად კაი ფორმაში იქნება ტურნირზე. მოკლედ უშუალოდ ტურნირის წელს ლიგის გამარჯვებულს უპირატესობა აქვს… მაგრამ მეორეს მხრივ თუ სხვადასხვა გუნდმა მოიგოო.. ოქროს ბურთზე იქონიებს გავლენას…აღარ იქნება ლიგის მოგება ოქროს ბურთის გარანტი. ასევე აღსანიშნავია ის რომ მომავალში ფეხბურთელებს ნაკლები ტიტულების მოგების შანსი ექნებათ.. ნუ ერთი თასით ნაკლების მაგრამ მაინც თასიაა.. ვინც ლიგას იგებდა ყოველ წელს.. საკლუბოც იმისი იყოო.. ეხლა 4 ლიგის გამარჯვებულიდან ერთი მოიგებს მარტო.. რაც ამ ტიტულს ფასს მატეს იმიტომ რომ აქამდე ფორმალური იყო. ისიც გასარკვევიაა ისეთ სიტუაციებში რა მოხდება როცა მაგალიტად 3 ჯერ ზედიზედ რეალი იგებს დავუშვად ლიგას.. და ფინალშიც ორჯერ მაგალითად ატლეტიკო შეხვდა.. და კოეფიციენტებიც ამავე გუნდებს აქვთ მეტი მაშინ ვინ გავა ტურნირზე?.. მოკლედ ძააან ბევრი რამე უსამართლოდ მეჩვენება მაგრამ აქამდე ფორმალობა იყო ეს ტურნირი და ეხლა აზრი მაინც ექნება.