ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ანდრეს ინიესტას ჩინურ გუნდში, “ჩუნცინ ლიფანში” ტრანსფერი გამოირიცხა და ამ კლუბის ნაცვლად “ბარსას” კაპიტანი “ვისელ კობეში” გადავა. იაპონურ კლუბს “ბარსელონას” სპონსორი, Rakuten ფლობს.
თუმცა, “კობეს” ხელმძღვანელობის წევრმა, აცუჰირო მიურამ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
“ჩვენს შორის მოლაპარაკებები არ ყოფილა. კარგი იქნებოდა, ინიესტა რომ ნამდვილად გადმოდიოდეს, ის აქ საუკეთესო ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება”. – განაცხადა მან.
აუ მაგარი იქნება ძაან ძაან მაგარი
ბარსაში დარჩი ანდრეს