”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ”ვალენსიასთან” გამართული მატჩის შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს. მას ძლიერი ტკივილები აქვს ზურგის არეში.
შეგახსენებთ, რომ ვალენსიაში მისი გამგზავრება ამავე პრობლების გამო საეჭვო იყო. მწვრთნელმა სამშაბათს გუნდის ვარჯიშიც გამოტოვა. გუშინდელი მატჩის შემდეგ მას გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა, რის გამოც ის ბარსელონას ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. ამ მომენტისთვის ექიმები ყველაფერს ცდილობენ, რათა პეპს ტკივილები არ ჰქონდეს. როდის გამოწერენ პეპს საავადმყოფოდან ჯერ უცნობია.
”მიუხედავად ძლიერი ტკივილებისა პეპის მოთხოვნა იყო, რომ მატჩს დასწრებოდა. მატჩის დროსაც ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა” – განაცხადა ტიტო ვილანოვამ.



