“როდესაც მარცხდები ძალიან დიდ დარტყმას ღებულობ, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით. “ბარსელონამ” ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, იგი უძლიერესი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენმა გუნდმაც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ორივე გუნდი შეტევითი პოტენციალისაა, ლეო მესის და დავიდ ვილია ჰქონდათ რამდენიმე მომენტი, მაგრამ ვერ გამოიყენეს, აღსანიშნავია, რომ მომენტებიც ჩვენს გუნდსაც ჰქონდა”.
“ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით იმასთან, რომ ერთი ქულა მოგვეპოვებინა, მაგრამ ლეომ თავისი სიტყვა მაინც თქვა. ჩვენ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ ამ მარცხით, მაგრამ ვითავისებთ, რომ პლანეტის საუკეთესო გუნდთან დავმარცხდით ” – ციტირებს ემერის სიტყვებს გამოცემა “მარკა”.



