workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იოჰან კრუიფი: “უსმინეთ ედმილსონს”

იოჰან კრუიფი: “უსმინეთ ედმილსონს”

იოჰან კრუიფმა ესპანურ პრესაში თავის სვეტში კომენტარი გააკეთა “ბარსელონაში” ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე.

“იყო გუნდის კაპიტანი, არ ნიშნავს მარტო იმას, რომ ატარებდე კაპიტნის სამკლაურს თამაშის დროს, ამ დროს შენ გაკისრია ბევრად მეტი მოვალეობა. კაპიტანმა უნდა დაარეგულიროს სიტუაცია გასახდელში. ბოლო დროს გამოთქმული გამონათქვამების შემდეგ ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა ფაქტმა – ედმილსონის გამოსვის შემდეგ, მხოლოდ ინიესტამ ისაუბრა თანაგუნდელების სახელით და გუნდის არცერთ კაპიტანს ეს არ გაუკეთებია”.

“მე ნახევარი ცხოვრება სხვადასხვა ვეყნებში გასახდელში მაქვს გატარებული, როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს და ვიცი, რომ იქ სიტუაციას მწვრთნელი კი არა, კაპიტანი არეგულირებს. მწვრთნელი საქმეში ერევა მხოლოდ მაშინ, როდესაც კაპიტნებს არ შეუძლიათ რაიმე პრობლემის მოგვარება. გარწმუნებთ, როდესაც მე ვიყავი “ოცნების გუნდის” მწვრთნელი, ხშირად ხდებოდა ფეხბურთელების შეხვედრა, რომელსაც მე “საინფორმაციო” შეხვედას ვეძახდი და არცერთხელ მე არ ჩავრეულვარ ამ შეხვედრაში, ისევე, როგორც ამას აკეთებს რაიკაარდი. მეორე დღეს ყველა საკითხი იყო გადაწყვეტილი და ეს ყველაფერი ჩემი ჩარევის გარეშე”.

“კაპიტანი როგორც წესი, არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდში ყველაზე მეტ თამაშს თამაშობს, იგი ან არის ადგილობრივი მოთამაშე, ან უცხოელი, არ არის აუცილებელი, იგი იყოს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ გუნდის ყველა კაპიტანზე, მაშინ ისინი ბევრად უკეთესად უნდა ერკვეოდნენ გასახდელში არსებულ სიტუაციაში, ვიდრე რაიკაარდი. ის, რაც თქვა ედმილსონმა, გასახდელს გარეთ არ უნდა გამოსულიყო, ეს უდავოა, მაგრამ საქმე სხვა რამეშია – ის პირველი არ არის, ვინც უკანასკნელ წლებში ესე გამოდის საზოგადოების წინაშე. ესეიგი რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს; ესეიგი კაპიტნებმა თავის დროზე არ მიხედეს თავის საქმეს”.

რონალდინიოს შესახებ

“ყველა ცდილობს რაიმე დაფარულის გაშიფვრას იმაში, მოხვდება თუ არა რონალდინიო განაცხადში. პირადად ჩემი აზრით, ადამიანი, რომელიც პარასკევს დილით ჩამოფრინდა ქალაქში, ვერ იქნება შაბათის თამაშისთვის მზად იმაზე უკეთესად, ვინც უფრო ადრე ჩამოვიდა, ან ვინც საერთოდ კლუბთან ერთად იმყოფებოდა. ვიმეორებ, თამაშს იგებს არა თერთმეტი, არამედ თოთხმეტი ფეხბურთელი. ამიტომ ყოველთვის უნდა გყავდეს შეცვლაზე ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეძლებს თამაშის მსვლელობის შემოტრიალებას. რატომ ითამაშა ბოიანმა და რონალდინიომ არა? საჭირო იყო თამაშში სიახლის შეტანა, რაღაცის შეცვლა და ბოიანის შემოშვებით რაიკაარდმა შედეგს მიაღწია. და რა არის ამაში განსაკუთრებული, თუ რონალდინიო შემოდის შეცვლაზე? შემცვლელები მათ მხოლოდ იმიტომ ქვიათ, რომ ისინი თამაშს პირველივე წუთებიდან არ იწყებენ. რეალურად, შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული თვისებები, რადგან ისინი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებზე მნიშვნელოვანნი არიან”.

წყარო: www.euro-football.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward