გუშინ ბასკმა მსაჯმა იტურალდე გონსალესმა ორი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, ერთი ხორდი ალბას არჩათვლილი გოლი და შემდეგ არდადებული თერთმეტმეტრიანი.
მატჩის პირველ ტაიმში ესპანელმა ფეხბურთლმა ხუან მატამ ერთი – ერთზე გაიყვანა ხორდი ალბა, ალბამ ყველაფერი ძალიან მაღარლ დონეზე შეასრულა, მაგრამ, მაგრამ გოლი არ ჩაითვალა, რადგანაც ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. მაგრამ განმეორებაზე გამოჩნდა, რომ ადრიანო იყო ჩარჩენილი და ის და ხორდი ერთ ხაზზე იმყოფებოდნენ, იტურალდეს და მისი კოლექტივის შეცდომები ამით არ დამთავრებულა.
მატჩის მეორე ტაიმში, როდესაც “ბარსელონა” უტევდა, მესიმ საჯარიმოსთან მიიღო ბურთი და დაარტყა, მაგრამ ბურთი კარამდე არ მივიდა, რადგანაც იგი “ვალენსიელთა” ერთ–ერთ მცველს მოხვდა, აღსანიშნავია, რომ ხელზე. გამოდის მესის დარტყმული ხელით იქნა შეჩერებული, რაც უდაო თერთმეტმეტრიანია.
აღსანიშნავია, რომ იტურალდემ შეცდომა ორივე გუნდის სასარგებლოდ და საზიანოდ მიიღო.


