“ბარსელონას” ყოფილი მეკარე ხოსე მანუელ პინტო, რომელმაც 4-წლიანი უთამაშებლობის შემდეგ საფეხბურთო კარიერა ახლახანს დაასრულა, ლა ლიგაზე, მესისა და ინიესტაზე ისაუბრა.
“ვწუხვარ, რომ თასსა და ჩემპიონატს სათანადოდ არ აფასებენ. ისე ჩანს, თითქოს ლა ლიგის მოგება იმდენად ღირებული არაა, როგორც უნდა იყოს. არადა, ესაა ტურნირი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რომელი გუნდია საუკეთესო და ყველაზე სტაბილური მთელი სეზონის განმავლობაში.
მესის ფორმა არ მიკვირს. ვფიქრობ, მას კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია. ეს მისი მხოლოდ დასაწყისია.
როდესაც ინიესტაზე ვფიქრობ, “დონ ანდრესს” ვგულისხმობ. მასზე მხოლოდ იმის თმა შემიძლია, რომ ის ბურთის ლორდია.
თამაშის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მქონდა, მაგრამ გადავწყვიტე უარი მეთქვა და თავი მუსიკისთვის მიმეძღვნა.
საუკეთესო მეკარე? ტერ შტეგენი და ობლაკი.”
სურათზე ბარსა-სელტაა? უკვე მოტყუებული ყავს ინიესტას, დაცვა სად არის.
ბურთის ლორდია. ეს სიტყვები მაგრად მომეწონა
აქამდე ეგ არ იცოდი???