გუშინ “ბარსელონამ” უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა “მესტალიაზე” “ვალენსიას” წინააღმდეგ, გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი გოლი ლეო მესის ანგარიშზეა.
ბოლოს გასვლაზე “ლა ლიგაში” “ბარსელონა” დამარცხდა 14 თებერვალს 2010 წლის სეზონში. “ბარსელონამ” ერთი გოლი გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩის წყალობით, მაგრამ ეს გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა. “ბარსელონამ” გუშინ გასვლაზე კიდევ ერთი მატჩი მოიგო, რითაც რეკორდი დაამყარა.
მანამდე ეს რეკორდი ეკუთვნოდა “რეალ სოსიედადს”, იგულისხმევა გასვლაზე დიდი ხანი არწაგებული მატჩები, “სოსიედადმა” ეს შედეგი 1978/79 წლებში დააფიქსირა, თითქოსდა მისი რეკორდის განმეორება არავის გამოსდიოდა, მანამ, სანამ საქმეში “ბარსელონა” არ ჩაერთო, ახლა უკვე შეგვიძლია “ბარსელონას” თამამად ვუწოდოთ რეკორდსმენი გასვლაზე თამაშების არწაგების მხრივ.
“ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ პეპ გვარდიოლას შეგირდებმა 5 გამარჯვება მოიპოვეს და ორი მატჩი ფრედ დაასრულეს, დამარცხებლი იქნა: “სარაგოსა”, “მალიორკა”, “მადრიდი”, “სევილია” და “ვილიარეალი”, ხოლო 1 ქულა მოპოვებულ იქნა “ალმერიასთან” და “ესპნაიოლთან”.
კლუბმა წელს გასვლაზე არ იცის მარცხი რა არის. 13 გამარჯვება და 1 ფრე. გამარჯვება ისეთ სტადიონებზე, როგორიცაა “რიასორი”, “სან – მამესი”, “ვისენტე კალდერონი”, “მესტალია”, დერბი და ა.შ. ერთადერთი ვინც “ბარსელონასთან” წარმატებას მიაღწია გასვლით შეხვედრებში არის მანოლო პრესიადოს გუნდი, ხიხონის “სპორტინგმა” “ბარსელონასთან” ქულას გამოჰკრა ხელი, ის მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ეს რეკორდი უკვე დამყარებულია, “ბარსელონა” ახლა კიდევ სხვა რეკორდებისათვის იბრძვის. ეს ეხება გოლების რაოდენობას და გამარჯვებების რაოდენობას, მაგრამ ეს ყველაფერი სეზონის ბოლოს გახდება ცნობილი. “ბარსელონას” 77 ბურთი აქვს და წინ კიდევ 12 ტურია, თუკი “ბარსელონამ” ამდენ ტურში 29 გოლის გატანა მაინც მოახერხა, მაშინ ის დაამხობს “რეალ მადრიდის” შედეგს, რომელიც 107 გოლს უდრის.



