“სევილია”-“ბარსელონას” შეხვედრას, რა თქმა უნდა, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუც დაესწრო და “ვანდა მეტროპოლიტანო” საკმაოდ კარგ გუნებაზე მყოფმა დატოვა.
“დიდი ხანია, ჩვენი გუნდისგან ასეთი მაღალი დონის თამაში არ გვინახავს. ყველა, ვინც შეხვედრას უყურა, ნასიამოვნები დარჩებოდა. მოედანზე მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო. ფანტასტიკური მატჩი ჩავატარეთ და პირველი ტიტულიც მოვიგეთ. ახლა, ესპანეთის ჩემპიონობა უნდა გავიფორმოთ. დუბლის მოგება ისტორიული მიღწევაა, ამის გაკეთება ადვილი სულაც არ არის.
ინიესტა იმიტომ ტიროდა, რომ ბედნიერი იყო. მას კლუბთან უვადო კონტრაქტი აკავშირებს და ისე მოიქცევა, როგორც გადაწყვეტს. “ბარსელონა” მისი სახლია. ის ამ კლუბისთვის განსაკუთრებულია”. – განაცხადა ბართომეუმ.
შარშანწინდელ ფინალში რო ითამაშა ისევ სევილიასთან იმისთანა ტყუილია, მასკერანო თავიდანვე რო გააგდეს, ამან რა იშრომა და რა არბენინა მთელი სევილია.
აქ დაასრულებს კარიერას 100%ით ვარ დარწმუნებული
100% იანი ხარ
ინიესტა მაგარი კაცია როგორ მონდომებით თამაშობს ყველა მატჩს და ფინალებს და მნიშვნელოვან მატჩებში განსაკუთრებით <3