კატალონიის ”ბარსელონას” დელეგაცია ვალენსიაშია. გუნდთან ერთად წასვლა შეძლო მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, რომელსაც ტკივილები აწუხებდა წელის არეში.
”ბარსელონას” წარმომადგენლები სასტუმროში დაბინავდნენ. მოგვიანებით ფეხბურთელებს შეუერთდა დავიდ ვილიაც, რომელიც დღეს დილით სასამართლოში იმყოფებოდა. გუნდმა 48,000 ევრო გადაიხადა, რომ ვილია ასტურიიდან ვალენსიაში ჩარტერული რეისით ჩასულიყო. თამაშის დაწყებამდე გუნდი სასტუმროში დაისვენებს.
შეგახსენებთ, რომ მატჩი ”ვალენსიასა” და კატალონიის ”ბარსელონას” შორის დღეს, ”მესტალიაზე” გაიმართება (თბილისის დროით ღამის 01:00 საათზე). ეს არის ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩი. გუნდის განაცხადი “ვალენსიასთან” მატჩისათვის ასეთია: პინტო, მინიო, ალვეში, ადრიანო, პიკე, მილიტო, პუიოლი აბიდალი, მაქსველი, მასკერანო, ბუსკეტსი, ჩავი, კეიტა, ინიესტა, აფელაი, პედრო, ვილია, მესი, ბოიანი.



